„დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა. მადლობა ნდობისთვის“, - ამ სიტყვებით მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა. გლდანში,ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვიდეომიმართვით წარსდგა. Europetime „ქართული ოცნების“ ლიდერის ვიდეომიმართვიდან 10 მთავარ გზავნილს გთავაზობთ:
1. დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს.
2. დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია „ქართული ოცნების“ მიღწევათა შორის.
3. „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი.
4. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია.
5. ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ.
6. პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს. დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“.
7. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად,
8. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
9. ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ - არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი.
10. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით.