„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას აძლევს

„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას ამცირებს.

ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში", - აღნიშნულია განცხადებაშია.

ბოლო რამდენიმე თვის განმოვლობაში "ნამახვანჰესის: მშენებლობის მოწინააღდეგეები და ხეობის დამცეველები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. პოლიცია "რიონის ხეობის მცველებს" ხეობაში კავების გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს