ევროკავშირმა რუსეთის ელჩი, ვლადიმერ ჩიჟოვი, მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ ბრიუსელში დაიბარა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს.
"რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი გამოიძახეს. ის ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალურმა მდივანმა შუადღისას უნდა მიიღონ და მკაცრი პროტესტი გადასცენ", - აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა.
ელჩის დაბარება დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ბლოკი მკაცრად გმობს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ევროკავშირის 8 მოქალაქეს აეკრძალა.
რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა.
ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია.