„ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ“, - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ.
„სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. რუსეთს სომხეთში დამატებითი ძალები ნებაყოფლობით შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან 1940-იან წლებს მაგონებს ლიტვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები“ ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს. მთლიან რეგიონს თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, რუსეთი ყველგან ქმნის „კალინინგრადს", მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევებს.
სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ.
ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს.
P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი მქონდა, ახლა ყველაფერს ვალაგებ, ცოტა მიჭირს, მაგრამ თუ დამჭირდა, ხვალვე შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება“, - ნათქვამია ლიეტუველი დიპლომატის შეფასებაში.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი