აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ პალესტინელი შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ "მიუღებელი ესკალაციაა".
როგორც პრაისმა აღნიშნა, შეერთებული შტატები "სრულად იყო ჩართული" იერუსალიმში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა უნდა შეწყდეს.
”ჩვენ ვაგრძელებთ ძალადობის მონიტორინგს ისრაელში,” - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს
სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა