8 მაისს განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ, აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენის მუშაობა შეფერხდა. მილსადენი საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის, თუმცა კიბერთავდასხმის გამო მთელმა ქსელმა მუშაობა შეაჩერა.
Colonial Pipeline-მა განაცხადა, რომ დაიქირავა კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც თავდასხმის მასშტაბს გამოიძიებს. ახლა გამომძიებლები აშშ-ში ყველაზე მსხვილ მილსადენზე განხორციელებული დამანგრეველი კიბერშეტევის საქმეს იძიებენ. ეს ჰაკერული თავდასხმა ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევად განიხილება. როგორ გამოიყვანეს მწყობრიდან ჰაკერებმა მილსადენი, ამ თემაზე სტატია BBC-მ მოამზადა, რომელსაც Europetime გთავაზობთ.
როგორ შეიძლება განხორციელდეს ჰაკერული შეტევა მილსადენზე?
ბევრი ადამიანისთვის ნავთობის ინდუსტრია არის მილები, ტუმბოები და შავი სითხე. სინამდვილეში კი, Pipeline-ის თანამედროვე ოპერაციის ტიპი დიდწილად ციფრულია. წნევის სენსორები, თერმოსტატები, ვენტილები და ტუმბოები გამოიყენება დიზელის, ბენზინის და რეაქტიული საწვავის დინების, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის ნაკადის მონიტორინგისა და კონტროლისთვის ასობით მილსადენზე.
მთელი ეს ოპერაციული ტექნოლოგია დაკავშირებულია ცენტრალურ სისტემასთან და როგორც კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები განმარტავენ, არსებობს კიბერშეტევის საშიშროება, უფრო კონკრეტულად, ყველა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე მილსადენის გასაშვებად, კომპიუტერით კონტროლდება. თუ ისინი დაკავშირებულია ორგანიზაციის შიდა ქსელთან და მასზე კიბერშეტევა განხორციელდება, მილსადენი დაუცველია მავნე შეტევებისგან.
ჰაკერების შეჭრა
„ოპერატიულ ტექნოლოგიაზე პირდაპირი შეტევები იშვიათია, რადგან ეს სისტემები, როგორც წესი, უკეთესად არის დაცული, ამბობენ ექსპერტები. ასე რომ, უფრო სავარაუდოა, რომ ჰაკერებმა კომპიუტერულ სისტემაში წვდომა მოიპოვეს ბიზნესის ადმინისტრაციული მხარის საშუალებით. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე განხორციელებული ყველა შეტევა ელექტრონული ფოსტებიდან იწყებოდა.
„თანამშრომელმა შეიძლება მოტყუებით ჩამოტვირთა ზოგიერთი მავნე პროგრამა. ჩვენ ასევე ვნახეთ ჰაკერების ბოლოდროინდელი მაგალითები, რომლებიც იყენებენ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეებს ან კომპრომისს. ჰაკერები გამოიყენებენ ნებისმიერ შანსს, რომ ქსელში მოიკიდონ ფეხი“, - ამბობს ჯონ ნიკოლსი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
სპეციალისტების ვარაუდით, პოტენციურად ჰაკერები შეიძლება მილსადენის ქსელში, რამდენიმე კვირით ან თვეობითაც კი ყოფილიყვნენ, ვიდრე დაიწყებდნენ შეტევას.