Facebook-ი Instagram-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპირებს. ამასთან დაკავშირებით 44-მდე ადვოკატმა სპეციალური წერილით მიმართა სოციალური ქსელის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, რომ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს
წერილში ვკითხულობთ, რომ საბავშვო სოციალურმა პლატფორმამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვების მენტალურ მდგომარეობაზე და არასასიკეთოდ აისახოს მათ განვითარებაზე.
Facebook-ი განმარტავს, რომ პლატფორმის განვითარებას ექსპერტებთან თანამშრომლობით.
„გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციების საფუძველზე მივიღებთ. ასევე ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმდებლებთან“, - აცხადებს კომპანია.