აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება.
როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოებები ამგვარი შეხვედრის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს. კრემლმა განაცხადა, რომ სამიტის ჩატარების შესაძლებლობას სწავლობს.
ცნობისთვის, 20 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს ისლანდიაში, არქტიკული საბჭოს ფარგლებში, შეხვდებიან.