აშშ-ის უარი "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე, დადებითი სიგნალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
”ეს ნამდვილად დადებითი სიგნალია”, - თქვა პესკოვმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტის ყველა მონაწილე დაინტერესებულია მისი ადრეული განხორციელებით, მიუხედავად ყველა სირთულისა.
"პროექტი, მიუხედავად ყველა სირთულისა, გაგრძელდა, სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი მესამე ქვეყნების მხრიდან ზეწოლას არ უნდა განიცდიდეს. ეს უკანონოა და საერთოდ არ შეესაბამება საერთაშორისო კომერციულ საქმეთა წესებს. ამ პროექტის გაგრძელება და, რაც მთავარია, მისი სწრაფად დასრულება აკმაყოფილებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების ინტერესებს ”, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.