შემოვა თუ არა საქართველოში COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი EXO-CD24, ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვით Europetime-მა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელისა და COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის კვლევის ავტორი ნადირ არბერის უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება იყო.
,,შეხვედრის მიზანი იყო საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა იგეგმება", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი - EXO-CD24 ისრაელში სამედიცინო მკვლევარებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა.
28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა.