აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა "შავ სიაში" შეიყვანა 13 რუსული ხომალდი, რომლებიც გაზსადენის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, “შავ სიაში“ შესული კომპანიები არიან : Academic Chersky, rtemis Offshore, Bakhtemir, Baltic Reseracher, Finval, Captain Beklemishev, Murman, Narval, Sivuch, Spasatel Karev, Umka, Vladislav Strizhov, და Yuri Topchev.

ამასთან, სახაზინო დეპარატმენტმა სანქციები დაუწესა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტის განხორციელებაში ჩართულ სამ რუსულ კომპანიას: „მორტრანსსერვისს“, „საზღვაო სამაშველო სამსახურს“, სამარის „თერმოენერგეტიკულ ქონებრივ ფონდს“,

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებული სანქციების სიას დაემატა კიდევ ერთი კომპანია „კოკსოხიმტრანსი”, რომელიც უკვე არის აშშ-ის "შავ სიაში" უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.