ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის შესაძლო მოხსნაზე: მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი

„გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის ასაცრელად ორი წელი დაგვჭირდება - ივანე ჩხაიძე

„ივნისის შუა რიცხვებში, 60-70 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება და ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება. შრომის ინსპექცია ასევე მუშაობს ე.წ. მწვანე კორიდორებზე, რესტორნებში მწვანე სივრცეებზე, სადაც ორჯერადად აცრილ ადამიანს თავისუფლად ყოფნა შეეძლებათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 17000-მდე ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იმით ახსნა, რომ მონაცემს შაბათ-კვირის სტატისტიკა ემატება, რომელიც მანამდე არ აღირიცხება.

Astrazeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების დამატებით დოზებს საქართველო ივნისში მიიღებს

საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით.