„ქართველებო, გელოდებით NATO-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ბრეზიდენტო, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ჩემთვის უდიდესი პატივია, გამოვიდე სიტყვით აქ, თბილისის თავისუფლების მოედანზე, ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეს. ამ დღეს საქართველო ზეიმობს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ქართველმა ერმა მაშინ გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი - მიემხრო თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დემოკრატიას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა სულ რამდენიმე წელში საკუთარი აგრესიით გადაწურა თანამედროვე და დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის იმედს, ერის მეხსიერებაში ას აღმატებული მოვლენა მაინც სამუდამოდ აღიბეჭდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ქართველებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა სურდათ და 2021 წელს შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეათე წლისთავი.
ამ მოვლენების გახსენებით აშკარად ვაცნობიერებ, რაოდენ ახლო, მოძმე ერია ქართველი ერი პოლონელებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა და თბილისი 2000–ზე მეტი კილომეტრით არიან (არის) დაშორებული, ცოტაა ქვეყნები და ერები ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. 1921 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებულიმა ელიტამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღორძინებული პოლონეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში.
გვახსოვს წმინდა გრიგოლ ფერაძე - გამორჩეული მეცნიერი და თეოლოგი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული დიასპორის სულიერი წინამძღვარი, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა აწამეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. დღემდე წმინდა გრიგოლ ფერაძე ერთადერთი წმინდანია ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორებს შორის. ჩვენი ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ. სწორედ ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ხორუნჟებმა და ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება საკუთარი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში. ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი განწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა–ჟლეტის მსხვერპლების წინაშე.
2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით მოვიგონებთ მათ. ძვირფასო მეგობრებო, პოლონელები და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს. არაერთხელ გვიბრძვია „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადი. როგორც ჩემი თანამემამულე, წინდა იოანე პავლე მეორე აღნიშნავდა, ადამიანს თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს „მიბარებული“, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით.
მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად - ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა.
მაშინ მან აღნიშნა: „პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა“.
არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს! ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და NATO-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში უნდა შენარჩუნდეს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყქვთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.
ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და NATO-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე–17 წლისთავი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად დადაიქეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმას, ნამდვილად ღირდა მცდელობას. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კულტურა ეფუძნება ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას და რწმენას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შეკრების უფლება. როდასაც ვსაუბრობთ საერთო ევროპის შესახებ, ასევე უნდა ვისაუბროთ ამ ღირებულებების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთი იმისთვის, რომ ისინი დაცული იყოს კანონით და სახელმწიფო ორგანოების მიერ.
ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა - ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს უთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიეანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა, „“ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.