რას ნიშნავს ჰაერით ვირუსის გადადება და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ამ თემაზე ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საუბრობს:
„ჰაერით გადამდებ ინფექციებზე, უსაფრთხოების დროს რაც არის ძალაში, ახლაც ვაკეთებთ და წვეთებით გადამდებ ინფექციასაც წაადგება. მაგალითად, შენობების ინტენსიური განიავება. ეს არის გადამწყვეტი. ეს ზოგადად ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის პროფილაქტიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი ღონისძიებაა ჰაერით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკაში, როგორიცაა, ტუბერკულოზი, წითელა, რაც დადასტურებულად ჰაერით გადამდები ინფექციებია.
რას ვაკეთებთ ამ დროს? მთავარი - თუ იყო ადამიანი, რომელიც ჰაერს სუნთქავდა იმ ოთახში, სასწრაფოდ უნდა განიავდეს, რომ სხვა ადამიანმა არ ჩაისუნთქოს ეს ჰაერი, რომელშიც შეწონილია ვირუსი. თუ ჩვენ გადაჭარბებულად გავანიავებთ შენობებს, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ეს ძალიან კარგია პრევენციისთვის“.
ინფექციონისტი ურჩევს მოსახლეობას, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და დაიცვან სოციალური დისტანცია.
გასულ კვირას, მკვლევრების ჯგუფმა, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო ჰაერია და არა ვირუსით დაბინურებული ზედაპირები ან გამოფრქვეული წვეთები.
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა