ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა

„ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა“, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგონავამ Europetime-თან საუბრისას.

„ვიეტნამში აღმოჩენილ ახალ შტამზე ზოგადი ინფორმაცია არსებობს, ახალი შტამის გაჩენა ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს იქნება კორონავირუსი, უფრო დიდი რისკებია, რომ ახალ-ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამისგან პრევენციის ერთადერთი საშუალება სწრაფი მასობრივი ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში. ვაქცინა შეამცირებს კორონავირუსის ცირკულაციას და ახალი შტამები არ გაჩნდება. ამაში პანიკის საფუძველი არ არის. ვირუსის მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა. ვიეტნამში აღმოჩენილი შტამი რამდენად აგრესიულია, რა თვისებებით ხასიადება, რამდენად სწრაფად ვცრელდება, ამ ტიპის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად ინფორმაცია ჯერ არ არის", - გაანცხადა ალექსანდე გოგინავამ.

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა