საქართველოში ინდური შტამის დაფიქსირების შემდეგ, სპეციალისტები ამ ტიპის თვისებებზე განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ. ზოგიერთი შეფასებით, ინდური შტამი ბრიტანულს ჩაანაცვლებს, რიგი სპეციალისტებისა კი ამბობს, რომ ეს შტამი დომინანტი ვერ გახდება.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც მათ რიგებშია, ვინც თვლის, რომ ინდური შტამისგან განსაკუთრებულ საფრთხეს (შედარებით) არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს ტიპი მისი წინამორბედი შტამებისგან არაფრით განსხვავდება. მათთვის კი, ვინც ინდოეთიდან გავრცელებულ მძიმე სურათს იხსენებს, განმარტავს: „ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა.
Europetime-თან ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რომ ბრიტანული და ინდური შტამი დაახლოებით ერთნაირად ვრცელდება და არც გამორჩეული დაცვის ზომებს მოითხოვს. რეკომენდაციები აქაც იგივეა, 2.5 მეტრიანი დისტანცია, ახლო კონტაქტისას დახურული სივრცის განიავება და თავყრილობების თავიდან არიდება. ასევე ტრადიციულად, ჰიგიენის წესების დაცვა.
„მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით.
ჩვენთან ამჟამად გავრცელებულია ე.წ ბრიტანული შტამი, რომელმაც გამოიწვია მესამე ტალღა და შემთხვევების მატება. ბრიტანული და ინდური შტამი დაახლოებით ერთნაირად ვრცელდება. ამიტომ, მათ შორის გავრცელების კუთხით დიდი სხვაობა არ არის. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ინდური შტამი დაახლოებით ისე ვრცელდება, როგორც ბრიტანული".
როგორც იფექციონისტმა აღნიშნა: ერთადერთი სხვაობა არის გავრცელების ასაკობრივი ჯგუფი. კერძოდ, ინდური შტამი ახალგაზრდებში უფრო ვრცელდება, განსხვავებით სხვა შტამებისგან.
რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, რეკომენდაციები იგივეა, ორმეტრიანი დისტანცია და პირბადის გამოყენება. იმ სივრცეებში, სადაც დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დახურული სივრცეების განიავება საკმარისია.
„თუ დახურულ სივრცეში ახლო კონტაქტი გვაქვს და 2,5 მეტრიან დისტანციას ვერ ვიცავთ, ორმაგი პირბადის ტარება გამართლებულია, მაგრამ ღია სივრცეში ამის აუცილებლობა არ არის.
მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით", - აღნიშნა ინფექციონისტმა Europetime-თან.
ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ინდოეთის ვითარება გამოწვეული იყო ცუდი ეპიდსიტუაციით და არა ინდური შტამის „მძიმე ხასიათით“.
„ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა.
როცა ასეთი რამ ხდება, ნებისმიერი შტამისგან შეიძლება მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა".
_როგორ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინები ინდურ შტამზე, ინფექციონისტი განმარტავს, რომ კვლევებზე დაყრდნობით, მეტ-ნაკლებად ეფექტურია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები.
„ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს. მასზე დაყრდნობით, Astrazeneca-ს და Pfizer-ის ვაქინა მეტნაკლები წარმატებით ფარავს ინდურ შტამს. დანარჩენ ავტორიზებულ ვაქცინებს რაც შეეხება, არის საუბარი, რომ ისინიც ფარავენ, თუმცა რამდენი პროცენტით მაღალია მათი ეფექტურობა, ეს კვლევის ეტაპზეა.
_დღეს გახდა ცნობილი, რომ ვიეტნამში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამის კომბინაციას წარმოადგენს და წინასწარი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად ვრცელდება. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე?
ახალი შტამების გაჩენა არ არის გასაკვირი. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა. ვიეტნამში აღმოჩენილ ახალ შტამზე ზოგადი ინფორმაცია არსებობს, ახალი შტამის გაჩენა ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს იქნება კორონავირუსი, უფრო დიდი რისკებია, რომ ახალ-ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამისგან პრევენციის ერთადერთი საშუალება სწრაფი მასობრივი ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში. ვაქცინა შეამცირებს კორონავირუსის ცირკულაციას და ახალი შტამები არ გაჩნდება. ამაში პანიკის საფუძველი არ არის. ვირუსის მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა. ვიეტნამში აღმოჩენილი შტამი რამდენად აგრესიულია, რა თვისებებით ხასიადება, რამდენად სწრაფად ვცრელდება, ამ ტიპის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად ინფორმაცია ჯერ არ არის", - გაანცხადა ალექსანდე გოგინავამ.
ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
ამირან გამყრელიძე: პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვიხსნით
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა