ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ინდოეთში ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მდგომარეობა

„ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა“, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგონავამ Europetime-თან საუბრისას.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით", - აღნიშნა ინფექციონისტმა Europetime-თან.

რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, რეკომენდაციები იგივეა, ორმეტრიანი დისტანცია და პირბადის გამოყენება. იმ სივრცეებში, სადაც დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დახურული სივრცეების განიავება საკმარისია.

„თუ დახურულ სივრცეში ახლო კონტაქტი გვაქვს და 2,5 მეტრიან დისტანციას ვერ ვიცავთ, ორმაგი პირბადის ტარება გამართლებულია, მაგრამ ღია სივრცეში ამის აუცილებლობა არ არის.

ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ინდოეთის ვითარება გამოწვეული იყო ცუდი ეპიდსიტუაციით და არა ინდური შტამის „მძიმე ხასიათით“.

„ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა.

როცა ასეთი რამ ხდება, ნებისმიერი შტამისგან შეიძლება მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა".

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა