იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი ულოცავს ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, კრემლი აცხადებს, რომ კომენტარს საბოლოო ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ გააკეთებს.
შეკითხვაზე, რატომ მიულოცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მაშინვე, როგორც კი მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჯერად პრეზიდენტი არ ულოცავს, ვინაიდან არის „გარკვეული იურიდიული პროცედურები, რომლებიც გამოაცხადა [აშშ-ის] მოქმედმა პრეზიდენტმა“.
პესკოვის თქმით, პუტინმა „არაერთხელ თქვა, რომ პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს“ და მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან.
აშშ-სთან რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზე დაეცა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი დაიკავა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების შემდეგ, ჯო ბაიდენი რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.
მსოფლიოს ლიდერები კი მასა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ