ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი იმედოვნებს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ანალიტიკოსი ამ საკითხზე „ევროპათაიმს“ ესაუბრა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა შეიტანონ და ზოგი სხვა ქვეყნებშიც წაახალისონ იგივეს გასაკეთებლად. ამ ყველაფერში პუტინის როლი დემოკრატიის განადგურებაა“, - განაცხადა პოლ გობლმა.
მანამდე, „ევროპათაიმმა“ შეფასებები სხვა ექსპერტებსაც სთხოვა. ლუის ნავაროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა. ლინკოლნ მიტჩელი კი მიიჩნევს, რომ შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება კი ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.