დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.

ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 28 მაისს დაამტკიცა.

ანალოგიური გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც მიიღო.

12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია იტალიაშიც დაიწყო.

12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება საფრანგეთშიც.