NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამიტის წინ უკრაინას კონკრეტული გზავნილით მიმართა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი გზავნილი უკრაინისადმი არის ის, რომ მთავარი ყურადღება რეფორმებზე უნდა გაამახვილოს, რომ მოახდინოს ინსტიტუტების მოდერნიზება კორუფციასთან ბრძოლისთვის. რეფორმები და მოდერნიზება საუკეთო გზაა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ალიანსის წევრობისკენ. ჩვენ მათ დავეხმარებით ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე წინსვლაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.