უცხოეთი

პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს

პოლონეთმა და დანიამ გაზის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი პროექტი დაასრულეს. ექსპლუატაციაში შევა ახალი გაზსადენი Baltic Pipe, რომელიც ნორვეგიული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის ახალი არხი გახდება.  მედიის ცნობით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და  რუსული გაზისგან პოლონეთის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, Baltic Pipe პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია.  გაზსადენის გახსნის ცერემონია გბუდნოში, დასავლეთ პომერანის სავოევოდოში, გაზის საკომპრესორო სადგურზე გაიმართა. დაგეგმილია გაზის ტრანსპორტირების სიმბოლური დაწყებაც. გაზის სრულფასოვანი ტრანსპორტირება ბალტიის მილების სისტემით ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მდებარე საბადოებიდან, პოლონეთში 900 კილომეტრიანი მარშრუტის გასწვრივ, დანიის გავლით, პირველ ოქტომბერს იგეგმება. დანიის გავლით ნორვეგიული გაზის მიღებას პოლონეთის გარდა, სლოვაკეთი და ჩეხეთიც შეძლებენ. გაზსადენის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.  

ევროკავშირი მობილიზაციას გამოქცეული რუსების მისაღებად და თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს

ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის მობილიზაციას გამოქცეული რუსი მოქალაქეების მისაღებად და მათთვის თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა. მისი თქმით, თავშესაფრის მისაღებად საზღვარზე მისვლა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია თავშესაფრისთვის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. ერიკ მამერის თქმით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ეს განაცხადები განიხილონ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

სტოლტენბერგი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: ფსევდორეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უკრაინის ტერიტორიაა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. სტოლტენბერგმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. „ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ NATO-ს მოკავშირეები ურყევი არიან თავიანთ მხარდაჭერაში, როდესაც საქმე ეხება უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ მოწყობილ ფსევდორეფერენდუმს არ აქვს ლეგიტიმაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს უკრაინის ტერიტორიაა“, - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ხავიერ კოლომინა: ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას განაგრძობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, ევროკავშირსა და აშშ-ს, ომში საქართველოს ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. „ეს ის საკითხია, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მთლიანობაში ასევე შემაშფოთებელია და არ მოგვწონს. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. გარკვეული სივრცე არსებობს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და იმ ერთიანობას შორის, რაც მოსახლეობაში არსებობს. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ რეაგირებს. ჩვენ გვჭირდება გზავნილების მიტანა, რასაც მე ვაკეთებ, მიმაქვს გზავნილები თქვენს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. ფუნდამენტურია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა საერთოდ არ გვეხმარება. „ქართული ოცნების“ ოთხ ყოფილ დეპუტატზე, ამ თემაზე ვისაუბრე და წამოვჭერი ეს საკითხი. კრიტიკა, რომელსაც ისინი გამოხატავენ აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ, ვუთხარი, რომ ეს სავსებით უსაგნოა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაემიჯნა ამას. მან მკაფიოდ თქვა, რომ ამ რიტორიკას მხარს არ უჭერს. პრემიერის პოზიცია მოვისმინე. მთლიანობაში, ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. NDI-ის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული კვლევით, ახალი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა.

ჩეხეთი სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს იწყებს

ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პრაღა სლოვაკეთის საზღვარზე უკანონო მიგრაციის ზრდაზე რეაგირების მიზნით, დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უკანონო მიგრაცია ძირითადად სირიიდან, წელს 1200%-ით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ 11,000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, შემოწმებები თავდაპირველად 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა და შენგენის ზონამ ლტოლვილის ომს გაქცეულ 400 000-ზე მეტ უკრაინელს მიანიჭეს სტატუსი, რომელთაგან დაახლოებით 300 000, სავარაუდოდ, ქვეყანაში რჩება და არ შედის არალეგალური მიგრაციის მონაცემებში.  

მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს

ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები,  ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. უკრაინული მედია: უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების კუთვნილი ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბეს “დღეის მდგომარეობით, ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა პოლიციის 14-მა განყოფილებამ, 90-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო ონლაინ სწავლება, მუშაობა დაიწყო 78-მა სამედიცინო პუნქტმა, 23-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, UkrPoshta-ს 10-მა განყოფილებამ”, - თქვა ტიმოშენკომ. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა, რუსეთის 57 200 ჯარისკაცი მოკლეს - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.  

გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს

გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.   

რუსეთის პატრიარქმა თანამემამულეებს „სულიერი მობილიზაციისაკენ“ მოუწოდა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ყველა მორწმუნეს რწმენის განმტკიცებისა და მთელი ძალების „სულიერი მობილიზაციისკენ“ მიმართვისკენ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს „რუსეთისა და უკრაინის სრულ შერიგებას ხელს შეუწყობს“. რუსეთის პატრიარქი: სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი, ყველა ცოდვას ჩამორეცხავს „დღეს ბევრი აჯანყდა რუსეთის წინააღმდეგ...ბევრს დაეხვა თავბრუ და სურს რუსეთი დაიღუპოს, მისი თვითმყოფადობა, მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება... ამიტომ ჩვენ დღეს, ამ საბედისწერო დროს, როგორც არასდროს რწმენაში უნდა გავძლიერდეთ და მაშინ ეს ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომელისკენაც ახლა ყველას მოვუწოდებ, ასევე დაეხმარება ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზებაში“, - განაცახდა კირილმა.  რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ

ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას  ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს ზემო ლარსზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმის შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

გუბერნატორი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკ-ვუზლოვი გაათავისუფლეს

ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ სოფელი კუპიანსკ-ვუზლოვი, რომელიც მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, გათავისუფლებულია. სინიეჰუბოვის თქმით, ოლქის დაახლოებით 6% რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. გუბერნატორის თქმით, რუსეთმა სოფელი 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში დაიპყრო და იქ მტკიცედ იკავებდა პოზიციებს, რადგან ეს არის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ოლქის დაბომბვას.   

ევროპარლამენტარი: სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება

29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება  – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ფოტიგა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს

ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მიგრაციის შეჩერების მიზნით, რუსეთის საზრვართან ღობის აშენების ინიციატივით გამოდის.   მესაზღვრეებმა თავიანთ მოხსენებაში „უსაფრთხოების პირობების ცვლილების გამო“ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებას რეკომენდაცია გაუწიეს.   საზღვრის დაცვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ღობე ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ფინეთის საზღვარზე შემოდინების თავიდან აცილებას, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნება. სასაზღვრო სამსახურის უფროსის პასი კოსტამოვაარას თქმით, ღობის სიგრძე შეიძლება 130-დან 260 კმ-მდე იყოს და მშენებლობას ორი-სამი წელი დასჭირდება.  

მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისევ აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს „თუ რუსეთს ან მის მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღით ან თუ საფრთხე დაეუმუქრება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას“. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი მსგავსი განცხადებით გამოდის. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ბოლოს მან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთს სურს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება, რათა „ომი სწრაფად დასრულდეს“.  დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს ამასთან, მან განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებებსაც აღწევს. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმება. „ამ დროისთვის უკვე ექსპორტირებულია 5 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია“, - აღნიშნა ერდოღანმა.  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კრემლი: პუტინმა ერდოღანთან საუბარში კიევთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „სიტუაციის ცვლილებით იცვლება მათი პირობებიც“. ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განუცხადა.  დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს „პრეზიდენტმა თქვა, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ როგორც სიტუაცია იცვლება, ისე იცვლება პირობები“, - განაცხადა პესკოვმა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ

ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ „ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერთ, - განაცხადა დვორჩიკმა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ევროპისა და ევროპის საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „დილა მშვიდობისა უკრაინა, კარგია დაბრუნება", - წერს კოლონა. უფრო ადრე, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ხაზს უსვამს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით სამართლის აღსრულების აუცილებლობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მიგრაციული ვითარება შეაფასა.  მისი თქმით, მიგრანტებს მიიღებენ, მაგრამ ისინი პრეფერენციებით ვერ ისარგებლებენ.  „საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი არ მიიღებენ პრეფერენციებს. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს კანონისა და ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად. ამ რთულ ვითარებაში პირველ რიგში უნდა გამოვავლინოთ ადამიანობა, მოთმინება და ორგანიზებულობა. ჩვენ არ გვაქვს კრიზისი, არანაირი პანიკა. მთავრობამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, ერთიანობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით შევძლებთ სტაბილურად განვითარებას. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ ყველა საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.