ახალი ამბები

სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან?

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება - მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ - დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ასეთი შეკითხვით ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველო კი - არა. ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს. სუბარის შეფასებით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას. „ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით განაცხადს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი დააჩქარა და განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შევიტანეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით - ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან - უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენრიკ დემს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დანიის სამეფოს გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსულ აგრესიას და მის შედეგებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.  

აშშ-ის საელჩო: რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს

"რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს" – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ფაქტები კი ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყეს თავად უკრაინამ, NATO-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა. დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა  

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით ჩატარდება. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად. სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.  

რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ გაავრცელა და ამის მიზეზად გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ მილსადენის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურება დაასახელა. „გაზპრომის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობს სამი გასაქაჩი აგრეგატი. გაზის მიწოდების მაჩვენებელი 100 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში იქნება. სრულყოფილი მუშაობისას „ჩრდილოეთის ნაკადით“ 24 საათში 167 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვაა შესაძლებელი.  „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.  

შალვა პაპუაშვილი: სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ - სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიის ხელმძღვანელი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარომ ლაპიდომს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან. შემდეგ ურსულა ფინ დერ ლაიენი კაიროში გაემგზავრება.  

გამოცდების ეროვნული ცენტრი: გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 22 საგამოცდო ცენტრია შერჩეული

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი. ამ რაოდენობის გათვალისწინებით მომზადდა პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა - მიმდინარეობს მათი დასაწყობება საგამოცდო ცენტრებისთვის. „განაწილდა ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც. შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კი თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაცდელების განაწილება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.შემოწმდა და სპეციალური პროგრამით აღიჭურვა ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც გამოყენებული იქნება 2022 წლის გამოცდებისათვის. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც. ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან. 2022 წლის საგამოცდო პროცესის დროულად, შეუფერხებლად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ მუშაობას.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

გაეროს ოფისი უკრაინაში 4395 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

გაეროს ოფისის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 12 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4395 სამოქალაქო პირი, მათ შორის 275 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5390 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 451 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგადაა გამოწვეული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

"2022 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

სახელმწიფო, საპატრიარქოსა და რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჭადრაკო ტურნირს მართავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივით, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი იმართება. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ინიციატივის საფუძველი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა, რაც მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღებას გულისხმობს. რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას. რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და მონაწილე გუნდების სია წარმოადგინეს. „16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომია გამოცხადებული. ამის შესახებ თურქული მედია გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით წერს. რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ „რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა განცდა, რომ მესამე მსოფლიო ომში ნაწილ-ნაწილ ვცხოვრობთ. დღეს კი მჯერა, რომ მესამე მსოფლიო ომი გამოცხადდა“, - აცხადებს რომის პაპი. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს მისი თქმით, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ემართება კაცობრიობას, „რომელიც ერთ საუკუნეში სამ მსოფლიო ომს გადაურჩა“. მან გაიხსენა აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე ომები, ასევე რუანდაში 25 წლის წინ მომხდარი კონფრონტაცია. პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კახა კალაძე: ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის განახლება იგეგმება

ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. „ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. „აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.  

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 546 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. "ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 92 556, „პისიარ“ ტესტით – 7 676. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.51%. წინა კვირის (30.05.2022-05.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 514 პირი, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

პოდოლიაკი ღარიბაშვილს: უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის, ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი - თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს. შესაბამისი ტექსტი პოდოლიაკის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?", - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. 2 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. „პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავენ. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს, ან ოპტიმალური ვადით შეუჩეროს, პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალოს და წერილობითი გაფრთხილება გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა რეაბილიტირდება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. „ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოს წარმოების პერიოდში, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის,“ - განაცხადა კალაძემ.  

სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ