ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს- ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა. ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან. დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას  დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან  გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე,  მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

იტალიაში, რადარებიდან გაუჩინარებული ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს

იტალიაში, ტოსკანასთან ახლოს იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც რადარებიდან ხუთშაბათს გაუჩინარდა. ამის შესახებ თურქულია მედია იუწყება. ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ოთხი თურქეთის მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტის მიზეზები დგინდება. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა მთებზე გადაფრენისას აეროპორტთან კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით, ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.   

დონბასში დაიღუპა ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა

დონბასში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩეხეთის მოქალაქე დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ადასტურებს. „ამჟამად სამინისტრო არკვევს დაღუპვის გარემოებებს, ხოლო კონკრეტული საკითხებით დაკავებულია ჩეხეთის საელჩო კიევში. ხვალ დაღუპულის ცხედარს ხარკოვის ოლქში გადაასვენებენ", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე. ჩეხური გამოცემა iDnes თანახმად, დაღუპული ჩეხის მეტსახელი იყო "ესპანელი" და ის უკრაინის არმიის რიგებში მოხალისედ რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა. ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, კაცი ყუმბარსატყორცნის ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირანმა კასპიის ზღვის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა გაზარდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე ფინანსური წლის პირველ თვეში (21 მარტი - 20 აპრილი) ირანის ვაჭრობამ (ნედლი ნავთობის ექსპორტის გარეშე) კასპიის ქვეყნებთან 558,656 მილიონი ტონა შეადგინა, რაც $220,65 მილიონს უტოლდება. კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის, რუსეთი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საანგარიშო პერიოდში მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 309 623 ტონა $130,12 მილიონი შეადგინა. მას მოსდევს აზერბაიჯანის რესპუბლიკა 48 162 ტონა 41,77 მილიონი დოლარით, ყაზახეთი 72 316 ტონა 25,17 მილიონი დოლარით და თურქმენეთი 128 555 ტონა 23,59 მილიონი დოლარით. ირანის ექსპორტმა 260 972 ტონა და შესაბამისად 89,24 მილიონი დოლარი შეადგინა.  

განათლების სამინისტრო თსუ-ზე: ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს.  თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.

ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

Reuters-ის ცნობით, ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გამოცემის ცნობით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ.  

თურქეთიდან საქართველოში მზა ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მარტში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში ტანსაცმლის ექსპორტი 30,9%-ით გაიზარდა და $51,3 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში მაისში თურქეთიდან ტანსაცმლის ექსპორტი 12,8%-ით გაიზარდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი $8,5 მილიონი იყო. ამასთან, 2022 წლის იანვარ-მაისში მზა ტანსაცმლის ექსპორტი თურქეთიდან 15,8%-ით გაიზარდა და $8,8 მილიარდი შეადგინა. 2022 წლის მაისში თურქეთმა ექსპორტზე $1,3 მილიარდის მზა ტანსაცმელი გაიტანა, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.  

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი

უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს, თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში ახლა ომია და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. „თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ორიენტირებულია ამ საშინელი ომის დაძლევისკენ. გვსურს, წინ გავიხედოთ, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, კომისია ახლა ამზადებს რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ შეფასებაზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წინა ჩამოსვლის დროს დაგპირდით, რომ ამაზე დაუღალავად ვიმუშავებდით, ასე რომ, დღეს გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის. გზა ცნობილია, ეს გზა დამსახურებაზეა დაფუძნებული. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე. ასე რომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს. თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა ურსულა ფონ დენ ლაიენმა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) თურქეთში და 14 პროცენტი (1 32 მილიარდი კუბური მეტრი) - საქართველოში გავიდა. 2022 წლის იანვარ-მაისში გაზის წარმოება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3 პროცენტით გაიზარდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.   

თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს. ისინი გმობენ ძალადობას და ამბობენ რომ მზად არიან სტუდენტებთან ნებისმიერ საკითხე ინდივიდუალურად იმუშაონ. „ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ. მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს! აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი. იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, - განაცხადეს პროფესორებმა. ასევე წაიკითხეთ: თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი  

ჯასტინ ბიბერს სახის ნახევარი პარალიზებული აქვს

მუსიკოსი ჯასტინ ბიბერი აცხადებს, რომ სახის ნახევარი „რამსეი-ჰანტის“ სინდრომის გამო პარალიზებული აქვს. ავადმყოფობის გამო მომღერალმა დაგეგმილი კონცერტები გადადო. ბიბერმა, მომხდარის შესახებ Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მომღერალი მარჯვენა თვალს ვერ ხუჭავს. „როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ სერიოზულია“, - განაცხადა ბიბერმა და დაამატა, რომ გამოჯანმრთელბის მიზნით, სახის სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს. ცნობისათვის, რამსეი–ჰანტის სინდრომი (ჰერპეს ზოსტერის გამოვლინება ყურზე) ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეი–ჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში. რამსეი–ჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.  

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლია აბაშაში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლია აბაშაში დაკრძალეს. დაკრძალვის დროს სამხედრო პირების მიერ საქართველოს ჰიმნი შესრულდა. გიორგი გრიგოლიას ხსოვნას ოჯახის ახლობლებთან ერთად პატივი მიაგეს, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ამასთან, 41 წლის ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ უკრაინიდან ჩამოვიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებს რუსეთის პასპორტები დაურიგეს

უკრაინაში, ზაპოროჟიეს მხარეში, 11 ივნისს „ახალმა ხელისუფლებამ“ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს რუსული პასპორტები გადასცა. ამის შესახებ იგორ როგოვმა განაცხადა, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია „რეგიონის მთავარი სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს ადმინისტრაციის“ წევრად მოიხსენიებს. „დღეს მელიტოპოლში შედგა პირველი რუსული პასპორტების გადაცემის ცერემონია“, - განაცხადა როგოვმა. მანამდე ზაპოროჟიეს მხარის „ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის მცხოვრებლები პირველ რუსულ პასპორტებს 12 ივნისს, რუსეთის დღეს გადაეცემოდათ. ვლადიმირ როგოვის თქმით, 6 ივნისის მდგომარეობით, რუსული პასპორტების მისაღებად განაცხადი 70 ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

14-19 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სახელმწმიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ასევე - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზები. კარენ დონფრიდი ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მზადყოფნას, დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის გზით მთელ რეგიონში. კარენ დონფრიდი​: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კარენ დონფრიდი 15 და 16 ივნისს ეწვევა აზერბაიჯანს, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე დააფიქსირებს აშშ-ის მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანს უკრაინისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ამასთან, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს პარტნიორობას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან ბრძოლის, ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტირების მიმართულებით. 17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.  დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. „კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

Forbes: გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი ისტორიაში მესამე მილიარდერი სპორტსმენი გახდა

46 წლის ამერიკელი გოლფის მოთამაშე, მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა. 10 ივნისს ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა განაცხადა, რომ მისი ქონება მინიმუმ მილიარდ დოლარს შეადგენს. ამერიკელი კალათბურთელების ლებრონ ჯეიმსის და მაიკლ ჯორდანის შემდეგ ვუდსი გახდა მესამე სპორტსმენი ისტორიაში, რომლის ქონება მინიმუმ მილიარდი დოლარია. Forbes-ი წერს, რომ ტაიგერ ვუდსმა 27-წლიან კარიერაში $1,7 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ მისი შემოსავლის მხოლოდ 10% შეადგენს გოლფის მოგებიდან მიღებულ კაპიტალს. მან ქონების ძირითადი ნაწილი ათზე მეტ ბრენდთან კონტრაქტების შედეგად დააგროვა. მათ შორისაა - Gatorade, Monster Energy, TaylorMade, Rolex და Nike. ვუდსი Nike- თან 1996 წლიდან თანამშრომლობს. ეს ბრენდი გოლფის ყველაზე დიდი სპონსორია. ვუდსი ასევე ფლობს გოლფის ბიზნესს. ზედიზედ ათი წლის განმავლობაში, 2003 წლიდან 2012 წლამდე, ტაიგერ ვუდსი ლიდერობდა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში. ვუდსს 2021 წელს არ უასპარეზია, მაგრამ გამოცემის ცნობით, 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.  

სუპერმარკეტ „ლიბრეს” დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა სუპერმარკეტ „ლიბრეს“ დაყაჩღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

არესტოვიჩის თქმით, ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, იუწყება TSN.   „კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 [ადამიანი] იღუპებოდა. მაგრამ რუსეთის არმიაში პირველ 20-30 დღეში დანაკარგი 1000 [ადამიანი] იყო. ახლა დღეში 200-300 [რუსი] იღუპება, არანაკლები“, - განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან საუბარში.   ფეიგინის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ასეთი გათვლებით, იმის თქმა, რომ უკრაინის არმიამ 10 ათასამდე მებრძოლი დაკარგა, არესტოვიჩმა უპასუხა: ”დიახ, სადღაც ასე”. ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ ზარალის შესახებ 16 აპრილს განაცხადა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ ომის დროს 2500-დან 3000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 10000-მდე დაშავდა.   10 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ომში ყოველდღიურად 100-დან 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული ყოველდღიური მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა.   რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გამოაცხადა რუსული ჯარის საერთო დანაკარგების შესახებ, ბოლოს 25 მარტს. შემდეგ დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" დაწყებიდან 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 3825 ადამიანი დაშავდა.   BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ 10 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ დაადასტურა ინფორმაცია 3500-ზე მეტი დაღუპული სამხედროს შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი

კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.  „სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ამას სჭირდება შრომა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, როგორც ჩვენ, რომ გვქონდეს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ეს ნდობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის. ჩვენ ბოლო წლებია, რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა გაგვიტარებია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩემი იუსტიციის მინისტრობიდან, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად არცერთი საბჭოთა კანონი ამ ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა. ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა  

ჯო ბაიდენი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა

"უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა. „პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვიცი, მაშინ ბევრი თვლიდა, რომ ვაჭარბებდით“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდები“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.