თეგი: ალექსანდრ დუგინი
რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს
მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგადაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინი ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა. „ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. დუგინს „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს“, - წერს BBC. ბრიტანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში დუგინის ქალიშვილს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს, მიზეზად კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი წვლილი დასახელდა.
ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ალექსანდრ დუგინი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა აქვს. შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია
BBC მოსკოვის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ბრიტანული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დუგინი თავად არ არის სახელმწიფო მოხელე, ის მაინც სიმბოლური ფიგურაა რუსეთის პოლიტიკაში. მისი ანტიდასავლური, ულტრანაციონალისტური ფილოსოფია რუსეთში დომინანტურ პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით, უკრაინასთან დაკავშირებით. „ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თვითგამოცხადებული პრორუსული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმა უკვე დაადანაშაულა უკრაინა და Telegram-ზე დაწერა: „უკრაინის რეჟიმის ტერორისტები, ცდილობენ, ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას. ააფეთქეს მისი ქალიშვილი“... კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან, რუსეთის რეგიონებში აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შემდეგ, მსგავსი ინციდენტები მოსკოვის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ. კრემლის პროპაგანდა მუდმივად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოიტანა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთში მღელვარე 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც მანქანების აფეთქებები და მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს აფეთქება ძირს უთხრის ამ ნარატივს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ალექსანდრ დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ ითვლება და მას „რასპუტინსაც" უწოდებდნენ. თავად დარია დუგინა იყო ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხმამაღლა უჭერდა მხარს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს ამ წლის დასაწყისში მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. მაისში მან ინტერვიუში აღწერა ომი, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და ამაყობდა იმით, რომ ის და მამამისი დასავლეთის სანქციების სამიზნეები იყვნენ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობის გამო,ალექსანდრ დუგინს აშშ-მ სანქცია 2015 წელს დაუწესა. ამბობენ, რომ მისმა ნარატივმა ღრმა გავლენა მოახდინა პუტინზე და დუგინი განიხილება, როგორც ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ არქიტექტორად. წლების განმავლობაში, დუგინი მოუწოდებდა მოსკოვს, თავი უფრო აგრესიულად დაემკვიდრებინა გლობალურ სცენაზე და მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში“, - წერს BBC. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
დუგინმა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, შვილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ფესტივალ „ტრადიციიდან“ დაბრუნებისას მოკლეს. „ის იყო შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. მას არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ, ”- განაცახდა დუგინმა. დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო დუგინმა განაცხადა, რუსი ხალხის გატეხვა შეუძლებელია ასეთი „აუტანელი დარტყმებით“, უკრაინა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ხალხის ნებას „სისხლიანი ტერორით“ ვერ ჩაახშობს. „ჩვენი გულები შურისძიებისაკენ ან შურისძიებაზე მეტისკენ ისწრაფვის. თუმცა ეს ძალიან მცირეა და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო“, - თქვა დუგინმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
პუტინი დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებას გამოეხმაურა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას ოჯახს „გულწრფელი სამძიმარი“ გამოუცხადა. კრემლის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში, პუტინი მის სიკვდილს „სამარცხვინო, სასტიკ დანაშაულს" უწოდებს და აღწერს მას, როგორც „ნათელ, ნიჭიერ ადამიანს ნამდვილი რუსული გულით - „ის იყო კეთილი, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და გულწრფელი“. რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.
„დაე, უფალმა დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ვასაძის სამძიმრის წერილი დუგინს
23 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, სხვადასხვა პრორუსი პირების სამძიმრის წერილებთან ერთად, ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკური პარტია "ერთობა, რაობა, იმედი - ერის" დამფუძნებლოს ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი დარია დუგინას გარდაცვალების გამო: სიკვდილის პირას მისული, მამის გარდაცვალებისა და აუტანელი, ჯოჯოხეთური ტანჯვდან ერთი წლის შემდეგ, მე ჯერ საბოლოოდ მივაღწიე სამშობლომდე, საყვარელ ცოლამდე და შვილებამდე, შემდეგ კი დედამიწაზე ჩემს საყვარელ ადგილამდე – ზემო იმერეთამდე, სადაც არის მამული ჩემი ბებიისა, თავადისქალი მარია იულიანის ასული აბაშიძესი, რომელსაც წელს 102 წელი უსრულდება. ჩავეხუტე მას და ჩემს გამო დაქვრივებულ დედას, ისე ვიყავი, როგორც სამოთხეში, სანამ დაშა დუგინას სიკვდილს შევიტყობდი. იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობის მთებიდან ურჩი ქარი ქროდა და გარს ევლებოდა ჩვენს სახლს, ხეებსა და ჩვენ, მძინარეებს. დილით, ლიტურგიისთვის მზადების დროს, შემთხვევით დავხედე ტელეფონს და მწუხარებისგან გავიყინე. ამ საშინელების შესახებ მეუღლეს ძლივს ვუთხარი, ატირებული დავტოვე და, არც მახსოვს ისე, ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის სულისთვის მელოცა. გავიდა დღეზე მეტი და მე გამბედაობა ჯერაც არ მეყო, მისი მშობლებისთვის რომ დამერეკა. და აი, ძლივს ვწერ ამ მწირ სტრიქონებს. ასე მაინც. მთელი მსოფლიოდან ტრაგედიასთან დაკავშირებული სიახლეებისა და გამოხმაურებების ნაკადში, რომლებსაც ვუყურებდი დაშას ანგელოზური სულისთვის გლოვის შემოტევების შორის, თავისი დემონური დაუნდობლობით გამოირჩეოდა ერთი – სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა: „როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს... ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობაარ შეიძლება, დებილები ხართ“ ეს იგივე მოღვაწეა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, თქმით, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა საჭიროება, ეს არავის დაუთვლია. ასეთი არსებები, მათ მიმართ გლობალისტების მუდმივი ყმუილისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ახლა, დროებით, ისევ საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა არიან და გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოების თვალსაზრისი არ მაძლევს საშუალებას ვიყომ ჩემს მეგობრებთან, დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ. ეს მაგალითი, რომელიც ხსენების ღირსიც არაა, კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ იგივე ანგლოსაქსები. ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი (დუგინი) საუბრობს. დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდის სახით ამის გამკეთებლების შვილებზე ასეთი შურისძიება რომ შესთავაზოს, ის ამ აზრს აუცილებლად უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი. შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა, მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს. ეს ანგელოზური ადამიანი მაოცებდა მამამისის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ მის მიმართ სიყვარულით გადალახა ეს შეზღუდვაც, საშუალება მიეცა ახალგაზრდობაში გამხდარიყო სრულიად თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი უბიწო სილამაზე და გამჭრიახობა სრულიად გამსჭვალული იყო კიდევ ერთი მწველი სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის მოქმედებდა. ერთხელ მას მამამ უთხრა, თუ უნდა ჰყავდეს ისეთი ოჯახი, როგორიც ჩვენ, ის თავის მომავალ მეუღლეს ისე უნდა მოეპყროს, როგორც მე ვექცევი ნინოს. როდესაც ეს დაუმსახურებელი შეფასება გავიგე, უფლის შეუცნობელ გზებზე დავფიქრდი: მამამისთან ნაცნობობა, რაც გამოუსწორებელი ქართველისა და გამოუსწორებელი რუსის პირქუში საუბრით დაიწყო და გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენს საზოგადოებებში ორივეს კრიტიკის საგანი გახდა, იძლეოდა მოულოდნელ ნაყოფს ქრისტეში, ჭეშმარიტი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნაყოფს. თავის მთავარ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესმა, დიდმა ოსტატმა, შექმნა მშვენიერი ქალწულის უწმინდესი ხატი, რემედიოს ლამაზი და შემდეგ ჩიხში შევიდა, არ იცოდა როგორ დაესრულებინა მისი მიწიერი გზა. დარდში ჩავარდა რომანის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, როგორც ნამდვილი რუსი ან ქართველი, სვამდა და რამდენიმე თვე იტანჯებოდა. მისი ყველა მცდელობა აღეწერა რემედიოს ლამაზის სიკვდილი, საკუთარი თავი დაერწმუნებინა ნათქვმის სიმართლეში, უშედეგოდ მთავრდებოდა, ქალწულის არამიწიერი სიწმინდისა და სილამაზის გამო. ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი ბოგოტას ღარიბ კვარტალებში დასეირნობდა, დაინახა ქარიან მზიან დღეს ქალები თოკებზე ზეწრებს როგორ კიდებდნენ. ამ ხილვით გონებაგანათებული, მარკესი საწერ მაგიდასთან დაბრუნდა და თავი და ყველა ჩვენგანი დაარწმუნა ქალწულის სიცოცხლის დასასრულის ჭეშმარიტებაში: რემედიოს ლამაზი მზიან, ქარიან დღეს ზეწრების გაფენის დროს უეცრად მათთან ერთად ცაში ნარნარით ამაღლდა და ამაში არაფერია არადამაჯერებელი. ზოგჯერ ჩემი მეგობრების შვილებისთვის, ქართველებისთვის, რუსებისთვის, უკრაინელებისა და სხვებისთვის უღირსად ვლოცულობ მათი ოჯახების სიმტკიცეზე, მგონია, ყოველთვის შესმენილი არ იყო. ახლა ვხვდები რატომაც. გულთამჭვრეტელმა, ჩვენს მიერ მიუწვდომელი სიბრძნით, ასე გადაწყვიტა, იმ ინფერნალური ღამის ალისფერ ყვავილებში, თავისთან წამების გზით წაეყვანა ეს წმინდა რუსი ქალწული. მამაკაცურ სიტყვაძუნწ მეგობრობაში ისედაც მცირე მარაგია ურთიერთ ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებში. ფილოსოფოსსა და პოეტს შორისაც კი. ამ ფერისცვალების კვირას ყვირილას ნაპირებზე ხეტიალისას საერთოდ არ ვიცოდი, სანუგეშებლად რა მეთქვა ალექსანდრ გელევიჩისა და ნატალია ვიქტოროვნასთვის. უეცრად გამახსენდა, რომ სამეზობლოში გვერდიგვერდ იზრდება ველური მაყვალი და შავი თუთა, რომლებიც ღრმა ბავშვობიდან სიცხეში მჩხვლეტდნენ და მტანჯავდნენ თავისი ეკლებითა და მაღალ ტოტებზე მიუწვდომლობით, რატომღაც, ზოგჯერ, სრულიად არ განსხვავდებოდნენ, როგორც მათი სისხლის ჩემ სისხლთან მსგავსებით, ისე გემოთი. ისინი ერთნი არიან, სიახლოვის წყალობით, მათი სახეობების სხვაობის მიუხედავად. ჩვენც ასევე ერთნი ვართ, იმისდა მიუხედავად, ვინ ვართ - ქართველები, რუსები თუ უკრაინელები, წესებთან ჩვენი სიახლოვის შემთხვევაში. და თქვენი ტკივილი – ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში – თქვენი ნუგეშია. დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები! ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე - ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.