თეგი: ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი: თბილისისა და კიევისთვის MAP-ი ბუქარესტში უნდა მიგვეცა
„იმ შეხვედრისას, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი, ეს რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები... ნეტავ, მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით“, - ასე იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინთან NATO-ს ლიდერების საუბარს იმ დროს დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი. ალიანსის გენერალური მდივანი ის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გახდა. დღეს, 2008 წლის და შემდგომი პერიოდის სხვა შეცდომებსა და პუტინის პარანოიაზე ლაპარაკობს, კვლავ რჩება მე-5 მუხლთან დაკავშირებული სპეციალური დათქმით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრე და პასუხობს იმ კითხვაზეც, რა მოდელი გამოდგება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით NATO& უკრაინის და NATO საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში. წყარო - რადიო თავისუფლება
რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან. „გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს. ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. 2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად უხელმძღვანელებს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია ჯგუფს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროდან წამყვანი ექსპერტები შეუერთდებიან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ვქმნით საერთაშორისო საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანია, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტიანი გარანტიებისთვის“, - განაცხადა ერმაკმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რასმუსენი: NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინასა და საქართველოს ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიანიჭა. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება „ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც NATO-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი გზავნილი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა“, -აღნიშნა რასმუსენმა.
NATO-ს ყოფილი გენმდივანი არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა ზომები ინდივიდუალურად მიიღონ და უკრაინაში ჯარები გაგზავნონ
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ. რასმუსენის შეფასებით, თუ NATO ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ის მაგალითად გამოყოფს პოლონეთს, რომელიც ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვნენ ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით. „ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”, - აღნიშნა რასმუსენმა. ის ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ NATO-ს ჩარჩოს მიღმა. ეს უნდა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივ წვრთნებს, საბრძოლო მასალის გაძლიერებულ წარმოებას, NATO-სთან თავსებადობას და შეიარაღების მიწოდებას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმისგან შეკავებისთვის. რასმუსენი აქვე მიუთითებს, რომ რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება საკმარისი. „NATO-ს ზოგიერთი მოკავშირე შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების მომხრე იყოს, რათა რეალურად თავიდან აიცილოს რეალური დისკუსია უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ისინი იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით, შეძლებენ თავიდან აიცილონ ეს კითხვა. არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, NATO-ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება“. „ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის NATO-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება“, - აცხადებს ალიანსის ყოფილი გენმდივანი. რასმუსენს მიაჩნია, რომ გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, რაც არც შვედეთს და არც ფინეთს არ მოეთხოვათ. მან ასევე უარყო არგუმენტი, რომ არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების გზის შეთავაზება, ვიდრე ომი არ დასრულდენა. რასმუსენი ხაზს უსვამს, რომ ეს პუტინს ვეტოს მიანიჭებს.
კულება: უკრაინაში უცხო ქვეყნები ჯარებს ომის დასრულებამდე არ განათავსებენ
უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნები შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე ჯარისკაცებს არ განათავსებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ტელეკომპანია 1+1-ს განუცხადა, რომ უკრაინა სხვა ქვეყნის ჯარების განთავსებას არ ითხოვს. „უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო ქვეყნები არ განათავსებენ ჯარებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ - ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი, ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ. მან კიდევ ერთხელ გაომეორა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ შეაჩერებს ახალ ომებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მისი ბრიგადები NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებში განლაგდებიან და დაიცავენ მათ. შეგახსენებთ, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.
რასმუსენმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც, უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე NATO-ში გაწევრიანება უნდა შესთავაზონ
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ალიანსს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა შეუერთდეს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნაწილობრივი წევრობა რუსეთისთვის გაფრთხილება იქნება, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება. რასმუსენმა განმარტა, რომ უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების გეგმა კონფლიქტის გაყინვის სიმბოლიზებას არ მოახდენს. „მოვიდა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც უკრაინა NATO-ს გულშია," - განაცხადა რასმუსენმა. ის ფიქრობს, რომ მე-5 მუხლი შეაკავებს რუსეთს NATO-ს შიგნით, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისგან. მან ასევე დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც, უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზონ. უპირველეს ყოვლისა, NATO-ს შიგნით უკრაინა შეასრულებს ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ჯერ კიდევ აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ. „მეორე: ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაცრისფერი ზონები სახიფათო ზონაა. ნეიტრალიტეტი სამყაროს ძველი გაგებით აღარ არსებობს. რუხი ზონები პუტინისთვის თავდასხმის ცდუნებად იქცევა." და ბოლოს, უკრაინის არმია ახლა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიაა ევროპაში და ის იქნება აქტივი, მაგალითი სხვა ევროპული ძალებისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა. ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან მუშაობდა ანდრი ერმაკთან ერთად, NATO-ს ბოლო სამიტის წინ, სადაც უკრაინის MAP-ის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე გაწევრიანება გადაწყდა. რასმუსენი NATO-ს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო. ალიანსი მომავალ ზაფხულს ვაშინგტონში, 75-ე საიუბილეო სამიტს გამართავს. რასმუსენის შეფასებით, უკრაინის გაწევრიანების გადავადება მომავალ წელს აღარ შეიძლება.
რასმუსენი: უკრაინის NATO-ში არგაწევრიანება პუტინს ომის გაგრძელების სტიმულს აძლევს
ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 იანვარს კიევში განაცხადა, რომ NATO-მ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში უნდა მიიწვიოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს „ინსტრუმენტი“ რუსეთის ომის დასასრულებლად. „მე ვიცი, რომ საკამათო და ყოველ შემთხვევაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება უკვე ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოწვევა ალიანსში,“აღნიშნა რასმუსენმა. დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყონ ყველა ის იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად. „დადგა დრო, მოიხსნას ძველი თვითდაწესებული შეზღუდვები იარაღის მიწოდებაზე და რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება“, - გაიმეორა რასმუსენმა.