თეგი: არასაფრენი ზონა
ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის
პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ ითხოვს უკრაინის თავზე ფრენების აკრძალული ზონის შექმნას. განიხილება თუ არა ეს საკითხი, ამ შეკითხვით, თეთრი სახლის პრესმდივანს ჯენ ფსაკის ტრადიციულ ბრიფინგზე, ჟურნალისტმა მიმართა. „მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს მოითხოვს, არსებითად, აშშ-ის სამხედროების მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცების დაჩქარება მოითხოვა, უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერაა: „მეტი აღჭურვილობა, მეტი თავდაცვითი იარაღი ამ მომენტში გამოსაყენებლად, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ და არ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ფსაკიმ. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც NATO-ს მოკავშირეებს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამღუპველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ NATO-ს ესმის უკრაინის სასოწარკვეთის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას ითხოვს. 4 მარტს დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ
უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. „დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა თქვენი ქვეყნების – ალიანსის ქვეყნების დაცვას. თქვენ ვერ შეძლებთ, ჩვენგან საწვავით გამოისყიდოთ ჩვენი სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი, საერთო ევროპისთვის, ჩვენი, საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი, საერთო მომავლისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეს შედგა NATO-ს სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა ნომერ პირველ მიზნად არ თვლის. NATO-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის (რედ. რუსეთის) გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, მძიმე ომს ვხედავთ, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და სურთ, ასე განაგრძონ. იცოდა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია და NATO-მ მაინც მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოსდა, უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ. ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან იღუპება, ასევე მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, ისაა, რომ თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეხლში დაიწვა. ეს NATO გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ NATO-ში უკრაინის ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ცნობისთვის, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინიცის აეროპორტი სრულიად განადგურდა. ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე ტერორისტებისთვის
„ქალაქ ვინიცის აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. „ახლახან შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის სასტიკი ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ. ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ, ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. ჩაკეტეთ ის ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსეთის საჰაერო, საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დასავლელ ლიდერებსა და მსოლფიოში პოლიტიკოსებსაც დაეკისრებათ.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ უკრაინული UNIAN-ი წერს. „როგორ შეიძლება, უკრაინის ცა დაიხუროს და რუსული თვითმფრინავებისგან გაიწმინდოს, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ესეც უკიდურესად რთული საკითხია“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მან უკრაინელებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ NATO-სთვის უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნა. ადრე თუ გვიან ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამა თუ იმ გზით, რომ უკრაინის ცაზე არსებულ სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ შევცვლით, მაგრამ ამისთვის მუდმივი ზეგავლენაა საჭირო“, - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს.
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს
ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს არის პირველი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პარლამენტმა გადადგა. „რთულია, საპასუხისმგებლოა და საპატიო, იყო პირველი“, - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე. სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი მსოფლიოს სხვა პარლამენტებისთვის. „ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარები ხალხის წარმომადგენლები არიან და მსოფლიოს ხალხები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის თავზე ცის დახურვის მიზნით“, - აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს
აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი „ახლა განსახილველად მაგიდაზე არ დევს“. უკრაინის ცაზე არასაფრენის ზონის შექმნა ახლა არ განიხილება. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ახლა არის ამ ომის დასრულება, ვაიძულოთ რუსეთი, დატოვოს უკრაინა, შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელ სამხედროებზე, ასევე, ეს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ასე რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ არასაფრენი ზონის რაიმე მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. ჯულიან სმიტი ასეთი ვარიანტის განხილვის სარგებლიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „მაგალითად, ბოლო თავდასხმაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრი. ეს აჩენს კითხვას, ექნება თუ არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რეალურად დიდი გავლენა რუსეთის უნარზე, შეტევა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს უფრო ფართო ჭრილში წარმოშობს კითხვებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი NATO-ში. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს
სლოვაკეთი აცხადებს, რომ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას S-300, თუ NATO შეავსებს „დანაკლისს“. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან განვიხილავთ S-300-ების განლაგების, გაგზავნის ან უკრაინელებისთვის მიცემის შესაძლებლობას და ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.
ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის დახურვას ლატვიაც ითხოვს
ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პარლამენტი ავრცელებს. ამგვარად, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ხაზგასმულია, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი მოწოდებით გაეროს წევრ ქვეყნებს მანამდე ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტებმაც მიმართეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ცის დახურვაზე უარს რუსეთთან დაპირისპირების მაღალი რისკით ხსნიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა, მოწოდება გაიმეორა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის დროსაც. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს
ზელენსკი: არასაფრენი ზონის საკითხი ჩვენ არ გვავიწყდება
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცის დახურვის საკითხი უკრაინაში არ დავიწყებიათ. „დიდი ხანია, ვიბრძვით არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. ვიღაცამ დაივიწყა - ჩვენ არ დაგვიწყებია. აქვს თუ არა დასავლეთს თავდაჯერებულობა? არ არსებობს ნდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვის თხოვნით მიმართა. NATO-ს წევრი ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. 14 მარტს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელითა გაეროს წევრ ქვეყნებს, მოუწოდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. 17 მარტს ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გაეროს ქვეყნებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.