თეგი: გადაცემა

გერმანია უკრაინაში, პირველ საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T-ს გზავნის

გერმანია უკრაინაში, ოთხი ახალი IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან პირველს გზავნის. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „გერმანია უკრაინაში, ოთხი IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს გზავნის. რუსეთის უახლესი სარაკეტო თავდასხმები კიევსა და სხვა ქალაქებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობები უკრაინის თავდაცვისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. CNN: გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის ცნობისათვის, IRIS-T SLM არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Diehl Defense-ის მიერ და რომლის შასიზეც დაფუძნებულია MAN SX 45 (8 x 8) მოდიფიცირებული მოკლე მანძილის მართვადი რაკეტები. ვერტიკალური გამშვებიდან სროლის მანძილი 40 კმ-მდეა, სამიზნეზე 20კმ-ის ფრგლებში. თავდაცვის სისტემით შესაძლებელია თვითმფრინავების, ვერტმფრენების, საკრუიზო რაკეტების, სარაკეტო არტილერიის, დრონების, რადარის საწინააღმდეგო რაკეტები და ბომბების განადგურება.   

გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს

გერმანია, დანიასთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით, უკრაინას 16 თვითმავალი საარტილერიო სამაგრ Zuzana-ს გადასცემს. Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო ჰაუბიცების გარდა, უკრაინამ უნდა მიიღოს 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა (ერთ-ერთი უკვე მიიღო), 4 2000 თვითმავალი ჰაუბიცა საბრძოლო მასალით და 2 MARS II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.  დაგეგმილ დახმარებას შორის ასევე არის 10 + 3 ხიდის სისტემა და 40 ელექტრონული საომარი ტექნიკა, რომელიც დრონების წინააღმდეგ გამოიყენება.  

ნიდერლანდები უკრაინას, საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებს გადასცემს

უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე „რამშტეინის ფორმატში“, უკრაინამ შეიარაღების მიწოდებაზე ახალი დაპირება მიიღო. კერძოდ, ნიდერლანდები უკრაინას, 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს. უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნიდერლანდები დამატებით წვლილს შეიტანს მის გაძლიერებაში. ერთადერთი რასაც პუტინი თავისი იერიშებით მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.   

კანადა უკრაინას, $47 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს

კანადა უკრაინას $47 მილიონის საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს. კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებს, ზამთრის აღჭურვილობასა და დრონების კამერებს გაუგზავნის. გარდა ამისა, პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინელებისთვის სატელიტური კომუნიკაციების საფასურის  გადახდას. ანანდის თქმით, დახმარების ახალ პაკეტში ამ ცალკეული ნივთების ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: $15 მილიონი ზამთრის ტანსაცმლისთვის, $15 მილიონი დრონის კამერებისთვის, $2 მილიონი სატელიტური კომუნიკაციისთვის, დანარჩენი თანხა კი - 155 მმ კალიბრის ჭურვების შეძენაზე დაიხარჯება.   

Sky News-ი: რუსეთმა ირანს დრონების სანაცვლოდ, დასავლური იარაღის ნიმუშები გადასცა, რომლებიც ომში ხელში ჩაიგდო

კამიკაძე დრონების სანაცვლოდ, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებენ, რუსეთმა ირანს ნაღდი ფულით 140 მილიონი ევრო გადაუხადა და დასავლური იარაღის რამდენიმე ნიმუში გადასცა, რომელიც ომში ხელში ჩაიგდო. რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს ანონიმურობის პირობით უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელმა განუცხადა. Sky News-ის ცნობით, რუსეთმა ირანს გადასცა ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა NLAW-ი, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი და საზენიტო რაკეტა Stinger-ი. Sky News-მა წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს თეირანში ორი რუსული თვითმფრინავი ილ-76-ი იმყოფება. როგორც ვარაუდობენ, სწორედ მაშინ მოხდა ირანისთვის ფულისა და დასავლური იარაღის ნიმუშების გადაცემა. „საპასუხოდ, ირანმა რუსულ მხარეს 160 კამიკაძე დრონი - 100 შაჰედ-136 და 60 შაჰედ-131, ასევე ექვსი Mohajer-6 უპილოტო საფრენი აპარატი, (რომელსაც შეუძლია საბრძოლო მასალის სროლა) გადასცა. გარდა ამისა, ირანი და რუსეთი შეთანხმდნენ 200 მილიონი ევროს ღირებულების დრონების შემდგომ მიწოდებაზე“, - იტყობინება Sky News.  უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ შეგახსენებთ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი მიუთითებდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ განცხადებით, ყოველდღიურად უკრაინა სულ მცირე, 10 ირანულ დრონს ანადგურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა

უკრაინის მთავრობამ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელობას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება, სანქციების შესახებ განახლებული კანონის შესაბამისად კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფო ქონების ფონდის მმართელობას გადაეცემა. კერძოდ, უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის ოლიგარქის ქონების კონფისკაცია, კერძოდ, 17 უძრავი ქონების ობიექტი და კორპორატიული უფლებები 5 ბიზნეს-სუბიექტის საწესდებო კაპიტალში მოახდინა. 42,09% შპს ელექტროზავოდ-ვიტში (ზაპოროჟიე); 59,2% შპს ITM-Ukraine-ში (კიევი); 59.2% შპს Smart Digital Solutions-ში (კიევი); 42,09% შპს სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრი "ZTZ-სერვისი" (ზაპოროჟიე); 34,21% სს „უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან“ (ზაპოროჟიე).  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IWG) მუშაობის დაწყებიდან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით, სანქციები თითქმის 4 500 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.  

Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ფრანგულ AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა. ამის შესახებ Reuters-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის და რა რაოდენობით შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მიღება. AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანა ხშირად კლასიფიცირდება როგორც „ბორბლიანი ტანკი“. AMX-10 RC-ი აღჭურვილია 105 მმ ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.   

აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში შეჭრის თარიღი იცოდნენ და აქტივები ნათესავებს გადასცეს

აშშ-ის სახაზინო სამსახურის ფინანსური დანაშაულის აღსრულების სააგენტომ FinCen-მა, რუსი ოლიგარქების ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა შუალედური ანგარიშის თანახმად, რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ აქტივები ნათესავებს გადაუფორმეს. FinCen-ის ცნობით, მათ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამ ქმედების შედეგად, სანქციებს აარიდეს თავი. Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა თავის მოხსენებაში FinCen-ი ადასტურებს ამ ინფორმაციას და სხვა სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საეჭვო ტრანზაქციების კვალი ჩანს. იანვრის დასაწყისში, ბრიტანული Guardian-ი დეტალურად წერდა რომან აბრამოვიჩის მიერ აქტივების გადამალვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე. გამოცემის თანახმად, თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, აბრამოვიჩის ათ ოფშორულ ანგარიშზე მოხდა სწრაფი რეორგანიზაცია. შედეგად, სულ მცირე ოთხი მილიარდი დოლარის საერთო აქტივების მქონე სახსრების ბენეფიციარები აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აქტივებში ასევე შედის უძრავი ქონება, იახტები და კერძო თვითმფრინავები. FinCen-მა თავის ანგარიშში აჩვენა, რომ საუბარია რამდენიმე რუს ოლიგარქზე და ელიტაზე, რომლებმაც იგივე სქემა გამოიყენეს. მაგრამ სხვა პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება.