თეგი: გაეროს უშიშროების საბჭო
ენტონი ბლინკენი: რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება
რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. „ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განეხილა მინსკის შეთანხმებების შესრულება - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივი დარღვევებისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში - რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. ეს პრინციპებია: რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი. ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს
ზელენსკის თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ზელენსკის განცახდების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გახდა. კიევში რუსეთის ბოლო თავდასხმებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დათანხმდა და უშიშროების საბჭოს სხდომა თბილისის დროით 24 ნოემბრის 01:00 საათზე ჩაინიშნა.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან
2008 წლის ომის მე-15 წლისთავზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე დახურული შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. ამასთან, „ამერიკის ხმის“ ცნობით, საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.
გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს
გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთის მოწოდების საპასუხოდ საგანგებო სხდომა 16 აგვისტოს დანიშნა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას დაესწრება ნიუ-იორკში. სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვდა. კერძოდ, სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა. ბაქო მთიანი ყარაბაღის ბლოკადას უარყოფს და ალტერნატიულ მარშრუტზე მიუთითებს.
სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა
სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, მჰერ მარგარიანმა გააკეთა. სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვს. „2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო, 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის,“ – ნათქვამია სომხური მხარის წერილში.
6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
ექვსი დასავლური ქვეყანა, საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავს ეხმაურება. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.
ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის - Telegraph
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Telegraph-ი წერს. ბაიდენი წევრ ქვეყნებს სთხოვს, გადახედონ „უშიშროების საბჭოს არქიტექტურას“, განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ The Telegraph-ს. კირბის თქმით, ხუთი მუდმივი წევრია ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ ბაიდენი მხარს დაუჭერს ხუთ ან ექვს ახალ მუდმივ წევრს. „ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა "ნახსენები არიან როგორც შესაძლო წევრები," წერს Telegraph-ი. გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამად 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 10 არამუდმივია და ორი წლის ვადით აირჩევა. „თუმცა უშიშროების საბჭოს ნებისმიერი რეფორმა „მოითხოვს ცვლილებას გაეროს წესდებაში“, რომელსაც შესაძლოა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადონ,“ - წერს Telegraph-ი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას ეწვევა. მისი მეორე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 21 სექტემბერს, აშშ-ში ზელენსკი ასევე შეხვდება ბაიდენს და ამერიკელ სენატორებს.