თეგი: გერჰარდ შრიოდერი
პუტინის მეგობარ გერჰარდ შრიოდერს ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა შესაძლოა, პრივილეგიებითა და ტიტულებით ვეღარ ისარგებლოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტაზე უარი თქვა. SPD-ის (გერმანიის სოციალ‑დემოკრატიული პარტია) რეგიონულმა ფილიალმა დაიწყო პროცედურა შრიოდერის პარტიიდან გარიცხვის მიზნით. პარტიიდან გარიცხვა ხანგრძლივ პროცესია, აქედან გამომდინარე, განიხილავენ სხვა ვარიანტებს, როგორიცაა, მისი მანდატის დროებით შეჩერება. იმავდროულად, გერმანიის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციამ მოითხოვა, შრიოდერს მოეხნას სახელმწიფოს მიერ დაწესებული პრივილეგიები, რომლითაც ის როგორც ყოფილი კანცლერი სარგებლობს. გარდა ამისა, შრიოდერი იღებს სახსრებს ბერლინში მისი ოფისის შესანარჩუნებლადაც, საიდანაც პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა თანამდებობა უკვე დატოვა. ყოფილ კანცლერს ასევე ჩამოერთმევა რამდენიმე საპატიო ტიტული, როგორიცაა, ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა და საფეხბურთო კლუბ „დორტმუნდის“ ბორუსიას საპატიო წევრობა. 77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. Rosneft-ი იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღსანიშანვია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი გერმანიამ 22 თებერვალს შეაჩერა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. შრიოდერი ასევე აპირებს, შეუერთდეს რუსული „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც თავმჯდომარის პოზიციაზე ჯერ კიდევ 4 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის. გერმანიის პოლიტიკაში შრიოდერს რუსეთთან კარგი პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობების დამცველად თვლიან. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი 1998 წლიდან 2005 წლამდე იყო. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გერჰარდ შრიოდერმა რუსული კომპანიები უნდა დატოვოს.
ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის რუსული კავშირების გამო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ფულის მიღებას“. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს New York Times-თან ინტერვიუს დროს, შროდერმა კიევის გარეუბან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში პუტინის ბრალეულობა ვერ დაინახა. ის ამტკიცებდა, რომ ბრძანებები მიღებული იყო არა თავად პუტინისგან, არამედ ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურებისგან. ამის საპასუხოდ, მედიამ შეახსენა შრიოდერს, რომ პუტინმა გადასცა ჯილდოები იქ მყოფ ჯარისკაცებს.
პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს
გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შროდერს, რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავისი რუსული ბიზნეს კავშირები არ გაწყვიტა, გერმანიის პარლამენტში თავისი ოფისის დატოვება მოუწევს. გერმანული მედია წერს, რომ ანალოგიური მიზეზით, თანამშრომლებმა შრიოდერს დიდი ხნის წინ აქციეს ზურგი და დატოვეს მისი ოფისი. შროდერის პრივილეგიები 2021 წელს, გადასახადის გადამხდელებს 419,000 ევრო (354,500 ფუნტი) დაუჯდათ. ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა Welt-TV-ს განუცხადა, რომ წარმოუდგენელია, ყოფილ კანცლერს, რომელიც ახლა ღიად ახორციელებს ლობისტურ სამუშაოს ვლადიმერ პუტინის კრიმინალური მმართველობისთვის, კვლავ გადასახადის გადამხდელებმა მისცენ ოფისი. გერმანიის სამთავრობო კოალიციამ - სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც შროდერი ჯერ კიდევ არის და მას ოდესღაც ხელმძღვანელობდა კიდეც, გადაწყვიტა, შეემცირებინა შრიოდერის, როგორც ყოფილი კანცლერის სპეციალური უფლებები, თუმცა, ყოფილი კანცლერი კვლავ გააგრძელებს პენსიითა და პირადი დაცვით სარგებლობას. პუტინის მეგობარ გერჰარდ შრიოდერს ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა პარალელურად, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსული ფულის მიღებას აგრძელებენ. რეზოლუციაში დასახელებულნი არიან ავსტრიის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი და საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფიიონი. 78 წლის შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე და ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი პირადი ურთიერთობით. შროდერს ამჟამად წამყვანი პოზიციები უკავია რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში Nord Stream 1 და 2 და ნავთობკომპანია Rosneft-ში, სადაც ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. შროდერი ასევე აპირებს, დაიკავოს თანამდებობა კრემლის მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოში.
გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „როსნეფტში“ თანამდებობა დათმო. „შრიოდერმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს განცხადებით აცნობა, რომ კომპანიაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს მანამდე, 19 მაისს, ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. ამასთანავე, გერმანიის პარლამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შრიოდერი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ ოფისს და პერსონალს დაკარგავს. DW წერს, რომ გერმანელმა ბიზნესმენმა და Nord Stream 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მატიას უორნინგმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. შრიოდერი რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ.
გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ ის არ იქნება წარდგენილი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში, მაგრამ ჯერჯერობით ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ის ჩართული იყო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტშიც.
გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს მოსკოვში პუტინს შეხვდა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კრემლს უკრაინასთან კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრა სურს. მისი თქმით, უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმება პირველი წარმატებაა, რომელიც, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს და მხარეები საზავო შეთანხმებამდე მივიდნენ. ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა შრიოდერმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს, ყირიმს კი - რუსეთის რეგიონად. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას, შრიოდერმა მეგობრობის შეწყვეტა გამორიცხა და თქვა, რომ პუტინისგან მისი დისტანცირება არავის არაფერს მოუტანს.
პოლონეთი უკრაინის ომში, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს - მედია
პოლონური გამოცემა RMF FM საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთი უკრაინის ომში გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს. მისივე თანახმად, პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის მიმართ გამოძიება დაიწყო - მას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში შრიოდერის როლი აინტერესებს. გამოძიებას პოლონეთის ეროვნული პროკურატურის მაზოვიეცის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის განყოფილება აწარმოებს. „გამოძიების მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, გერმანელ პოლიტიკოსს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი თანამდებობები შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა”, - წერს გამოცემა. გამოცემა ასევე წერს, რომ გამოძიება გაარკვევს, რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის მიერ „შეჭრის მომზადებაში, რადგან მისი დაწყების მიუხედავად, შრიოდერი კრემლისგან არ დისტანცირდა და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში თანამდებობების დაკავება გააგრძელა.