თეგი: ედუარდ სააკაშვილი

ედუარდ სააკაშვილის თქმით, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მამა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაშია. „რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინაზე, რაც ძალიან რთული, მტკივნეული საყურებელია. რეალურად ვართ ამ სიტუაციაში მთლიანად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან და მდგომარეობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მას უმკურნალონ. პასუხისმგებლობა აქვთ მის ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. ექსპრეზიდენტის შვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა. „რა თქმა უნდა, მე გახარებული ვარ ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალი არის, რომ შესთავაზეს გადასვლა, ვნახოთ, ეს რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია. მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს", - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“. კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

ედუარდ სააკაშვილი: უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის დეპოლიტიზირება და პოლიტიკაში მისი როლი გადაიხედოს

ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ მიხეილ სააკაშვილი ღირსეულ ჯანდაცვას იმსახურებს. „ესაა მნიშვნელოვანი, რომ მისი საკითხის დეპოლიტიზირება მოხდეს. ამისთვის საჭიროა, რომ პოლიტიკაში მისი როლი გადაიხედოს. ერთი კვირაა საქართველოში ვარ ოჯახისა და მამის სანახავად და მე და დედამ საქართველოს გარშემო ცოტა ვიმოგზაურეთ...არაფერი ოფიციალური. ხალხი გვხდება ქუჩაში და გვეკითხება, მიშა როგორ არის. ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აინტერესებს მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა.მაგრამ ადამიანებს ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი მათთვის არ არის მომავლის ლიდერი. ისინი არ ამბობენ, რომ მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს. ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ეს ლოგიკურია, მაგრამ არის ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში. უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი და ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არიან“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა და ცენტრ „ემპათიის“თანამშრომლების განცხადებით, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია, რადგან გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“მკურნალობს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

ედუარდ სააკაშვილი: დღეს მამაჩემისთვის პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა - გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო

მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში”. „დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მამამისს იმედი აქვს, რომ მისი საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს. ,,დაახლოებით იგივე მდგომარეობა ჰქონდა რაც წინაზე, ბოლოს მამაჩემი ვნახე ივლისში. რაღაცები გაუარესებულად ჩავთვალე - ძალიან ცოტა ენერგია აქვს და რაღაცები ავიწყდება, ტოვებს ავადმყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას. მას აუცილებლად სჭირდება ღირსეული, ღრმა მკურნალობის კურსი. წონაში უფრო დაიკლო და ენერგიის მხრივ წინასთან შედარებით ნაკლები იყო, წინ წასული არ არის არაფერი. მას აქვს მოლოდინი, რომ საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს, ოჯახისაც და მისი მიზანია, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, იქნებ ეს იყოს ერთი გზა, რომ ამას მივაღწიოთ”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნის სასამართლოში წარდგენა არის შანსი, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგას - ედუარდ სააკაშვილი

ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი და ექსპრეზიდენტის უცხოეთში მკურნალობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.  თეა წულუკიანი: იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა „მათ იციან რეალობა და მგონი, ეს [ემპათიის] დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. მე ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ რომ მათ იციან, ასე ვერ გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევად  არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო და მიხეილ სააკაშვილი ეგრევე არ გაუშვეს. „ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში, მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს. ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია. მე უკვე მაშინებს, ხვალ რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და  იმკურნალოს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. თუ შევხედავთ, რა შედეგი მოჰყვება — მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, იქ მკურნალობენ… ოპოზიცია მგონი ამ ყველაფრის გამო შეიძლება დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის. ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. ოპტიმიზმი საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო „როცა ვნახულობ ციხეში თუ კლინიკაში ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ ის უარესადაა, უფრო ავადაა, და ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. და ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებული და ანერვიულებული ვართ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება დღიდან-დღემდე. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვე, მაგრამ ეტყობა სათანადო მზრუნველობას არ იღებს და ამიტომ მისი მდგომარეობა უარესდება. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ. მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაც უნდა შეიცვალოს. ძალიან გვეშინია, რომ რამე საშინელება არ დაემართოს მას და ვცდილობთ, რომ ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე პერიოდში გამოვძებნოთ გამოსავალი და გამოსავალი არის ძალიან მარტივი, როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად – მიეცეს მას საშუალება, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მეგობრებისგან ევროპაში მაგრამ ვითარება ძალიან მძიმეა და რაღაც უნდა შეიცვალოს. რა მოხდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ჩვენთვის ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება და მე ვფირობ რომ მამაჩემის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს. იმედი მაქვს, მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვლება”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა [მთავარი არხის თარგმანი] საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. უფრო ადრე, 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია   რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ედუარდ სააკაშვილი მსჯავრდებულ პრეზიდენტზე: მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს

მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ედუარდ საკაშვილმა განაცხადა. ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: "როდესაც მან ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარა, ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა, ის ცხოვრობდა უკრაინაში, ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობდა საქართველოში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან. ვიცოდით, რომ მას დააპატიმრებდნენ, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ - რომ ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძოლებდა", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.