თეგი: ევროვიზია
საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს
"საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესმა რადამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა. „ჩვენი ძლიერი და შესანიშნავი ქვეყანა კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზია 2022-ზე! მიუხედავად ბრძოლისა, KALUSH-ი ჩაწერს თავის გამოსვლას უსაფრთხო ადგილას, რომელიც გადაეგზავნება კონკურსის ორგანიზატორებს და მაისისთვის, ოკუპანტებზე ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება იტალიაში და ცოცხლად იმღერებს ევროპის წინაშე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ზელენსკი: ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა იზრუნებს იმაზე, რომ მომდევნო ეროვიზიას მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. „ჩვენი სიმამაცე მსოფლიოზე დიდ შთაბეჭდილებას აჩენს. ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მჯერა - არა უკანასკნელად. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestras-სა და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდამდე დიდი დრო არ დარჩა. დიდება უკრაინას“. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა.
იტალიამ ევროვიზიის კონკურსის დროს პრორუსული ჰაკერების თავდასხმები დაბლოკა - Reuters
იტალიამ ტურინში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალისა და ფინალის დროს, პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „კენჭისყრისა და წარმოდგენების დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა“, - განაცხადა უწყებამ Reuters-ის ცნობით. 11 მაისს, Killnet-მა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე იტალიური ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის იტალიის პარლამენტის ზედა პალატის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) რესურსზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა IT სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე შესაძლო კიბერშეტევების გამო, განგაშის დონე გაზარდეს.
უკრაინულმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიაზე მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად გაყიდა
ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულმა უკრაინულმა ფოლკ-რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra კონკურსში მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა. ამ თანხად ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამი დრონის შესაძენად გამოიყენებს. უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია „მეგობრებო, საოცარი ხალხი ხართ. ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც შემოწირა ფული ამ აუქციონზე და განსაკუთრებით Whitebit გუნდის, რომელმაც პრიზი 900,000 დოლარად იყიდა. გამოიწერეთ ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში გაიმართება
„ევროვიზია 2023“ უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ გაიმართება. წელს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ მოლაპარაკებები BBC-სთან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი აირჩევა მასპინძლად, გლაზგომ და მანჩესტერმა ინტერესი უკვე გამოხატეს. „ვწუხვარ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ მოხერხდა ღონისძიების მასპინძლობა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი ასახავს უკრაინის ბოლო გამარჯვებას ევროვიზიაზე და უკრაინის შემოქმედებითობას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა. უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს უკრაინელი მეგობრების სახელით.
ზელენსკის ოფისში უარყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს „ევროვიზიის“ მაყურებლებისადმი მიმართვა სურდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადასტურებს ინფორმაციას იმი შესახებ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიემართა. უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი Facebook-ზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში, ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით. მანამდე, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ. ამასთან, თავად კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება და კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას. „ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში სწორედ უკრაინულმა ჯგუფმა - Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს, ბრიტანეთის წარმომადგენელმა ხსენებულ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.
ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტს, რომელიც EBU-მ პოლიტიკური შინაარსის მატარებლად მიიჩნია
ისრაელი თანახმაა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტი შეცვალოს. ისრაელის ტელერადიომაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის October Rain (ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი. October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ ისევ სველი ვარ ოქტომბრის წვიმით“, „თითოეული მათგანი კარგი ბავშვი იყო“, „ყველაფერი შავ-თეთრი გახდა“, „ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდაპირველად ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტს არ შეცვლიდა, თუმცა, 3 მარტს განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გადახედა და გაიზიარა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის პოზიცია, რომ იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს ისრაელი სძულთ და მის ბოიკოტირებას ცდილობენ, სახელმწიფომ თავისი დროშა ყველა გლობალურ ფორუმზე უნდა აღმართოს. ისრაელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, 20 წლის ედენ გოლანი „ევროვიზიაზე" შეასრულებს სიმღერას ახალი სახელწოდებით Hurricane. ის ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა. „ევროვიზია 2024“ მაისში, შვედეთში ჩატარდება. ცნობისთვის ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია. ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც „ევროვიზიას“ აპოლიტიკურ კონკურსად განიხილავს, სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები ადრეც დაუბლოკავს. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, კონკურსის ორგანიზატორებმა პოლიტიკური სარჩულის გამო, საქართველოს დაუბლოკეს ეროვნულ შესარჩევ ტურში გამარჯვებული სიმღერა We Don’t Wanna Put In.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტისგან. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.