თეგი: ვილნიუსი
ვილნიუსის ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებების დემონტაჟი დასრულდა
ვილნიუსში, ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახულებით, ნაცრისფერი გრანიტის ექვსი ფიგურული სტელას დემონტაჟი დასრულდა. ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ამის შესახებ ვილნიუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაბრიელიუს გრუბინსკასმა განაცხადა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარის მიუხედავად, ქანდაკებების დემონტაჟი 6 დეკემბერს დაიწყო. ვილნიუსის მერმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, რომ გაეროს კომიტეტმა სთხოვა არ გაენადგურებინათ საფლავები, არ დაეშალათ საფლავის ქვები და არ გაენადგურებინათ მემკვიდრეობა. მისი თქმით, ეს არ ხდება და ქანდაკებების დემონტაჟი კანონის ფარგლებში განხორციელდა. ვილნიუსის ხელისუფლებამ თითქმის 60 000 ევრო დახარჯა სკულპტურების გადასატანად - აღნიშნავს BNS. საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური ანსამბლი, ანტაკალნისკის სასაფლაოზე 1951 წელს შეიქმნა. აქ სამი ათასი საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული. 1984 წელს მემორიალური ანსამბლის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახული ექვსი სტელი გამოჩნდა. ეს საბჭოთა ჯარისკაცების ყველაზე დიდი მემორიალია ლიეტუვაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო. აგვისტოში რიგაში, დაანგრიეს ჯარისკაც-განმათავისუფლებელთა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც მრავალი წელი განიხილებოდა.
ვილნიუსში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
ლიეტუვის, დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა აუშრინე არმონაიტემ, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. ოქმში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, და ის წარმატებით დასრულდა. „საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო, ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ლიეტუვას ხელშეწყობა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განვითარების პროგრამებში ლიეტუველი ექსპერტების ჩართულობასა და ამ ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც მას ევროპულ ინტეგრაციაში დაეხმარა. „დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა“ – ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია. „გირტეკა“ საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური, წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან.
ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ლიეტუვის და საქართველოს სახელმწიფო დროშებს. საქართველოს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში. „ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა. ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღრმა მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ორ დიდ ერს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურს, ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მადლიერება გამოვხატო ლიეტუვას მიმართ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება ჩვენი ძლიერი პარტნიორობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.
დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს - ზურაბიშვილი
დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედგაცრუება არავინ უნდა დაუშვას. „თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკი: ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე ერთი კვირა რჩება
NATO-ს სამიტზე “საერთო უსაფრთხოების” გამარჯვება პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში NATO-ს საკვანძო სამიტამდე. შესაბამისად, კვირა საკვანძო მომენტამდე ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ ვილნიუსში გაიმარჯვოს. ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით: უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი
რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში
NATO-ს 16-მა მოკავშირემ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა სამიტის დასაცავად, რომელიც 11-12 ივლისს რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება. ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად). ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა. ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.
ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული
ცივი ომის შემდეგ, NATO ყველაზე სახიფათო და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას. NATO-ს ლიდერები 11-12 ივლისს, ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად შეიკრიბებიან, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის 3000 ჯარისკაცი გამოყო. NATO-ს თექვსმეტმა მოკავშირემ სულ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა 11-12 ივლისის სამიტის დასაცავად, რომელიც რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრში ჩატარდება. ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად). ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა. ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი გასულ კვირებში, ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიეტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
ჯო ბაიდენი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დახვდა. აშშ-ის პრეზიდენტს თან ახლავს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11 ივლისს გაიხსნება. ბაიდენი და სუნაკი NATO-ს სამიტის წინ აფიქსირებენ, რომ ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები პოლ გობლი: ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის
დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება
დღეს, 11 ივლისს NATO-ს სამიტი იხსნება. NATO-ს ცნობით, სამიტის ოფიციალური გახსნა მოსალოდნელია 11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ხოლო მისი დასრულება - 12 ივლისს - ნაშუადღევს. ვილნიუსის შეხვედრას წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. კიდევ ერთი ანონსი კიევს ეკუთვნის, თუმცა ეს ჯერ იენს სტოლტენბერგისგან არ დადასტურებულა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
ჯო ბაიდენი: საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, მათ შორის საქართველოში
„ბევრმა თქვენგანმა უკეთ იცის, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველას თქვენგანისთვის შემდეგია: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილებს. ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. ბაიდენის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები, რუსეთის მიერ უკრაინაზე მისი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტით. აშშ-ის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. „პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია, უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია, დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალია. ამდენი ხნის შემდეგაც კი, პუტინს კვლავ ეჭვი ეპარება ჩვენს გამძლეობაში. ის ჯერ კიდევ დებს ცუდ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა. ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რისი გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია. სწორედ ეს ვართ ჩვენ. ამ ომის განმავლობაში ლიეტუვის მოსახლეობა, ჩვენს გაბედულ ძმებთან ერთადაა უკრაინის უფლების მთავარ დამცველთა შორის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად არჩეული მომავალი, იყოს თავისუფალი... ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობები, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა შეგახსენებთ, ლიეტუვის დედაქალაქში სამიტი დღეს დასრულდა.