ზელენსკი: ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე ერთი კვირა რჩება

NATO-ს სამიტზე “საერთო უსაფრთხოების” გამარჯვება პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში NATO-ს საკვანძო სამიტამდე. შესაბამისად, კვირა საკვანძო მომენტამდე ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ ვილნიუსში გაიმარჯვოს. ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.

ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა.

ასევე გაეცანით: