თეგი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური
გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ
გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერშმა. „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს
ხუთშაბათს, 11 აგვისიტოს, ნაშუადღევს, რუსმა მესაზღვრეებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს Zaporizhka AES-ს და ატომური ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას. ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია Energoatom-ი Telegram-ზე იტყობინება. წერს უკრაინული Unian-ი „მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „ენერგოატომის“ ელექტოსადგურის რადიაციის დონე ნორმაშია. ამასთან, უარყოფენ ინფორმაციას თანამშრომელთა ევაკუაციის შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები დაარღვია. გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
40-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედროები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან
მსოფლიოს ქვეყანები, მათ შორის, საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე განთავსდა. განცხადების ავტორების თქმით, რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. „რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს, შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე”, - წერია განცხადებაში. ერთობლივი ტექსტი შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ევროკავშირის მიერ.
ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა
უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ Energoatom განაცხადა, რომ ბოლო ხაზი, რომელიც აკავშირებს ზაპორიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინულ ქსელთან, გათიშულია. კიდევ სამი რუსულმა დაბომბვამ ადრე დააზიანა. „ენერგოტომის“ ცნობით, ამჟამად სადგური ზაპორიჟიეს თბოელექტროსადგურით იკვებება. რუსეთს, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან უკრაინის პოზიციებს ბომბავს, მის ფარად და შანტაჟის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო
დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება რომ „საშიშია“, ამაზე უკრაინული მხარე დიდი ხანია, საუბრობს. ეს შიში დღეს გააღვივა უკანასკნელმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ „ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა“. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა ევაკუაციის გეგმაზე ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ისაუბრა. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაციის გეგმა კვლავ განიხილებოდა შესაბმისი სტრუქტურების მიერ. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რამდენი ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო. ამაზე სტარუხი 18 აგვისტოს საუბრობდა. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - ამბობდა ოფიციალური წარმომადგენელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 25 აგვოსტოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს დიდი ხანია, მოუწოდებს, რომ გაიყავნოს თავისი სამხედროები ატომური სადგურის ტერიტორიიდან. შესაბამის განცხადებას საქართველოც შეუერთდა.
აშშ მიუთითებს მიზეზზე, რის გამოც რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს და სწორედ ამიტომ დაბლოკა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ ხსენებული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა პარასკევს დაბლოკა შეთანხმება გაეროს ხელშეკრულების საბოლოო პროექტზე, რომელიც ბირთვული განიარაღების ქვაკუთხედად ითვლება, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების კრიტიკის ფონზე. ბოლოს ცნობები, რაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შესახებ ვრცელდება IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. არდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც - ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ამ შენობებში განთავსებულია ობიექტები, მათ შორის წყლის გამწმენდი ნაგებობები, აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ან ნარჩენების მართვის ობიექტები. ადგილზე ასევე დაზიანებულია რამდენიმე წყალსადენი, მაგრამ ისინი გარემონტდა“, - ნათქვამია განცხადებაში. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან, რათა უახლოეს დღეებში გაგზავნოს IAEA-ს ექსპერტთა მისია ქარხანაში, რათა დაეხმაროს იქ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაგეგმილი მისია ასევე შეაფასებს ZNPP-ისთვის მიყენებულ ზიანს. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ ექსპერტთა საერთაშორისო მისია მიემგზავრება
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს, გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დღე დადგა მისია, რომელმაც უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, გზაშია. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით უნდა გაიგზავნოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა მისი სრული დემილიტარიზაცია მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გერმანელ კოლეგებს ვაცნობე უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ვესაუბრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ IAEA-ს მისია, რომელიც ეწვია ქარხანას, შედეგიანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგი მისიის ორგანიზების აუცილებლობაზე: სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, რომელიც უზრუნველყოფს ატომური ელექტროსადგურის სრულ დემილიტარიზაციას და 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნას ქარხნის გარშემო“, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა დენის შმიგალმა.
IAEA-ს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კვლავ სახიფათოა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი 6 ოქტომბერს კვლავ ეწვია კიევს. გროსის თქმით, IAEA-ს მისია ქარხანაში ორიდან ოთხ ადამიანამდე გაიზრდება, როტაცია კი ყოველ 3-4 კვირაში მოხდება. გენერალურმა დირექტორმა დაამატა, რომ სიტუაცია კვლავ სახიფათოა, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია, ხოლო ქარხანაში მძევლად მყოფი უკრაინელი პერსონალი „მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება“. „ბირთვული ავარია „სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა გროსიმ. „უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც ამუშავებენ ქარხანას რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, მუდმივად იმყოფებიან დიდი სტრესისა და ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით შეზღუდული პერსონალის პირობებში“, - ნათქვამია IAEA-ს ანგარიშში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა. გროსიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქარხანა უკრაინას ეკუთვნის. კიევის შემდეგ, გროსი მოსკოვში ჩავა.
პოდოლიაკი: რუსები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ენერგოატომი: რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ „რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი თანდათან შორდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი აიქნია და თქვა: „კარგი, კარგი“. ახლა ასეთი ამბავი არ გამოდგება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ „როსატომს“ არ აქვს ლეგალური ძალაუფლება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს სადგური უკრაინულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უკრაინელ თანამშრომლებს აღარ უშვებენ - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტები არ გააფორმეს, საშვები დაუბლოკეს და სადგურში აღარ უშვებენ. ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ კონტრაქტები გაეფორმებინათ, ხელფასი შეუმცირეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს, ხოლო ატომური სადგური რუსეთის საოკუპაციო ჯარს მარტიდან აქვს დაკავებული.