თეგი: თავდაცვის მინისტრი
„ლენდ-ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში უპასუხა შეკითხვას, რატომ არ ითხოვს საქართველო, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას შეუერთდეს. „ლენდ ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება გაორმაგდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც ევროკავშირმა გამოყო დახმარება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ კონკრეტული შემთხვევით გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს კავშირი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, განცალკევებულად არ ვითხოვთ დახმარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?, - აღნიშნული კითხვით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა. „ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, - მიმართა თავდაცვის მინისტრს ელისაშვილმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
ჩინეთის ელჩმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ჩინეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცახდებაში.
მასკი კრემლის „ბირთვულ სატყუარას“ წამოეგო - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი თვლის, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი კრემლის „სატყუარას წამოეგო“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ამის შესახებ ანუსაუსკასმა თავის Twitter-ზე დაწერა. „მას შემდეგ რაც პუტინმა ატომურ იარაღზე დაიწყო საუბარი, დასავლურ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, „ბირთვული იარაღის ბადრაგის“ შესახებ. ეს არ არსებობს, მაგრამ კრემლის მიერ „ბირთვული ტემპერატურის“ აწევას „შიშის დივიდენდები“ მოაქვს. ილონ მასკი პირველია, ვინც ამ ანკესს წამოეგო“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მასკს ტესლას მოპარული ბორბლების შესახებ ისტორიით უპასუხა. მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა. ამერიკელი გამომგონებლის „ტვიტებმა“ კრიტიკის ტალღა გამოიწვია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
14 ნოემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიწვევით თვილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი თბილისში, ჰეიდარ ალიევის პარკში მივიდა, სადაც მის ხსოვნას პატივი მიაგო და პოლიტიკოსის ძეგლი გვირგვინით შეამკო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრების სერიაა დაგეგმილი.
ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს.
უკრაინაში ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი დიმიტარ სტოიანოვი, უკრაინას თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად ეწვია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. „მაქვს პატივი მივესალმო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს დიმიტარ სტოიანოვს უკრაინაში. მადლობელი ვარ ბულგარეთის გადაწყვეტილების გამო, დახმარება გაუწიოს უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ მოუთმენლად ველით უკრაინასა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. 16 დეკემბერს ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ბულგარეთსა და უკრაინას შორის უკრაინას იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შეთანხმებას.
ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს. ეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თავდაცვის მინისტრი დაღუპული სამხედროების შვილებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს სადღესასწაულო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა – ლაშა ღლონტმა, ანრი ჯოხაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ, ოთო ნემსაძემ, ანდრია გველესიანმა და ანი კეკუამ შეუქმნეს. საახალწლო კონცერტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მაყურებლისთვის საახალწლო კომპოზიციები შეასრულა.
Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისტინა ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bild-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს ვარაუდობენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება თავად ლამბრეხტმა მიიღო და არა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ახლა განიხილება ზუსტად როდის გამოაცხადებს ლამბრეხტი შესახებ და ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. პისტორიუსი, კრისტინ ლამბრეხტს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 იანვარს დატოვა. როგორც ჟურნალის მასალაშია აღნიშნული, პისტორიუსს აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები და უფრო აგრესიული და მკაფიო პოლიტიკოსია, ვიდრე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანიის ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად პისტორიუსის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიასთან, სამხედრო მრეწველობისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. იორდანია საქართველოსთან ერთად NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა NATO-სთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს. იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და EUMM-ის ხელმძღვანელმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.