თეგი: თვითმფრინავები

ჩინეთმა რუსული ავიახაზების Boeing-სა და Airbus-ს ცა დაუხურა

ჩინეთმა, რუსეთის იურისდიქციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-თვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ რუსულმა მედიამ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ). გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.  

Reuters: სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყეს

რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსული საავიაციო ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს წყაროების თანახმად, „აეროფლოტმა“ უკვე დაშალა ორი რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 და Airbus A350 ნაწილებისთვის, რათა ეს ნაწილები იმავე მოდელების სხვა თვითმფრინავებისთვის გამოიყენოს. სააგენტოს ცნობით, Airbus A350-ის ტექნიკური მომსახურება მხოლოდ საზღვარგარეთ ხორციელდება, ამიტომ მათი შეკეთებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოყენება ყველაზე აქტუალურია. Reuters ეყრდნობა Flightradar24-ის თვითმფრინავის თვალთვალის მონაცემთა ბაზის ინფორმაციას. მათი თქმით, „აეროფლოტის“ ფლოტის ავიახაზების 15% ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა. ამ რიცხვშია სამი Airbus A350 თვითმფრინავი. რუსული ავიახაზებისთვის ახალი სათადარიგო ნაწილების მიწოდება სანქციებით აკრძალულია. თუმცა, 21 ივლისს, ევროკავშირმა გადაწყვიტა ICAO-ს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, ამ მიმართულებით შეზრუდვა მოეხსნა. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა აღიარა, რომ უცხოური ფლოტის ნაწილი შეიძლება დაიშალა სათადარიგო ნაწილებისთვის, რადგან თვითმფრინავები მოძველებულია.  

ილონ მასკი Starlink-ს თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომს გახდის

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მერვე თვეს, SpaceX-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ Starlink Aviation სერვისი თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ The Verge იტყობინება. ილონ მასკი უკრაინაში, Starlink-ის სერვისს ისევ დაფინანსებს სერვისის ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. სერვისი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 350 Mbps-მდე ყველა თვითმფრინავზე Starlink ტერმინალით. ეს საკმარისია ონლაინ თამაშებისა და ვიდეო ზარებისთვის. ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა SpaceX-ის ცნობით, ინტერნეტის დაფარვა გლობალური და ხელმისაწვდომი მთელი ფრენის განმავლობაში იქნება. ბოლო სატესტო ფრენის დროს Starlink Aviation-მა ბორტზე 100 Mbps ინტერნეტის სიჩქარეს მიაღწია.  

ფინეთმა, რუსეთის მოქალაქეებს, ოლიგარქებთან შესაძლო კავშირის გამო, სამი თვითმფრინავი ჩამოართვა

ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებული სამი კერძო თვითმფრინავი ჩამოართვა, რომლებიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით ან სანქცირებული პირები იყენებენ.  ამ თვითმფრინავებს, რომლებიც მედიის ცნობით, რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშჩენკოს ეკუთვნის, ფინური კომპანია Polar Aviation Oy-ს მართავს. ჟურნალისტების თქმით, ეჭვები შესაძლოა ეფუძნებოდეს Polar Aviation-ის კავშირს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების სიაშია. Polar Aviation-მა ტიმჩენკოსთან, რომელიც ფინეთისა და რუსეთის მოქალაქეა, კავშირი უარყო. თუმცა კომპანიამ, ფინეთის ხელისუფლებას 2021-2022 წლების მგზავრთა სიების მიწოდებაზე უარი განუცხადა, თუმცა მოგვიანებით კი არასრული სიები მიაწოდა. სამი ჩამორთმეული თვითმფრინავი, 2021 წლის აგვისტოში, ფინეთის თვითმფრინავების რეესტრში შეიტანეს. მას შემდეგ თვითმფრინავებმა ასობით ფრენა შეასრულეს - ვენის, ჰამბურგის, მაროკოს, იტალიისა და დუბაის მიმართულებით.  

სანქციების გამო რუსული „აეროფლოტის“ 13 თვითმფრინავი დააყადაღეს

ამჟამად „აეროფლოტის“ ჯგუფს აქვს 357 თვითმფრინავი, რომელთაგან 13 უცხოური წარმოების ავიალაინერი, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაყადაღებულია.  ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა ამის შესახებ „აეროფლოტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ალექსანდროვსკიმ განაცხადა. რუსული „აეროფლოტის“ მგზავრთნაკადი 20%-ით დაეცა „ამავდროულად, „აეროფლოტის“ თვითმფრინავების უმეტესობის ფრენები დაბლოკილია გეგმიური, ტექნიკური, ან საერთაშორისო ფრენებისას საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო“, - განაცხადა სერგეი ალექსანდროვსკიმ. 11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ. ამ  სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები  „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ  მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე. ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს

Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკული სანქციების შესრულება მოსთხოვა, რომელიც თებერვალში რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის დაწესდა. ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ სანქციების გამო ფრენები შეაჩერა სანქციების თანახმად, რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებს ამერიკული თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება შეუწყდათ. თურქეთის ხელისუფლებას ამერიკული სანქციების შესრულების შესახებ გზავნილი, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ თეა როზემან კენდლერმა გადასცა, რომელიც თურქეთში დეკემბერში იმყოფებოდა. მისი თქმით, თურქულ კომპანიებს, რომლებიც ამ მომსახურებას ახორციელებენ, დაყადაღება და ჯარიმები ემუქრებათ. ოფიციალურად, სამინისტრომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა უცხოური საავიაციო კომპანიები, დაემორჩილონ აშშ-ის საექსპორტო კონტროლს რუსეთის, ბელორუსისა და ირანის თვითმფრინავებზე. თურქეთი, ევროპის კონტინენტზე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც „რუსული ავიახაზები“ ფრენებს განაგრძობენ. ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენთვის შემაშფოთებული იქნება, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება