ჩინეთმა რუსული ავიახაზების Boeing-სა და Airbus-ს ცა დაუხურა

ჩინეთმა, რუსეთის იურისდიქციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-თვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ რუსულმა მედიამ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ).

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.