თეგი: იაირ ლაპიდი
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრონლობის დიდი პოტენციალი. სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყნას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი თანამდებობას დროებით დაიკავებს, მანამდე სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. თავად ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ბოლო ოთხ წელიწადში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ისრაელში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი კოალიციური მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა. ცნობისთვის, ისრაელში პირველ ნოემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამავე თემაზე ისრაელის პარლამენტი დაიშალა, პრემიერ-მინისტრის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს
იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობისა და იმედის გზავნილს" გადასცემს. „იერუსალიმიდან პრეზიდენტ ბაიდენის თვითმფრინავი საუდის არაბეთში გაფრინდება და ის ჩვენგან მშვიდობისა და იმედის გზავნილს მიიღებს“, - განაცხადა ლაპიდმა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის გახსნაზე. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ისრაელი მიმართავს რეგიონის ყველა ქვეყანას და მოუწოდებს მათ, დაამყარონ კავშირები ჩვენთან, დაამყარონ ურთიერთობები ჩვენთან და შეცვალონ ისტორია ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა ლაპიდმა. ისრაელსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
ერდოღანმა და ლაპიდმა თურქეთ-ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ლაპიდს მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. მედიის ცნობით, ლაპიდმა პრემიერად დანიშვნის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის. 2022-07-08 ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის ახალი შეთანხმება, რომელიც მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი გაუმჯობესების იმედი გამოთქვეს.
ჯო ბაიდენმა და იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. „აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება, რომ არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა და მზადაა, გამოიყენოს თავისი ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში. ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც აშშ-ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია. „აშშ ადასტურებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა მარიონეტული თუ ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია კომუნიკეში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ „აიღო ვალდებულება, განაგრძოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა“.
იაირ ლაპიდი რუსეთს აფრთხილებს
ისრაელის პრემიერი ლაპიდი, რომელიც ასევე იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, დელეგაციას გზავნის მოსკოვში. დელეგაციაში იქნებიან პრემიერ-მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და იმიგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები. მას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალონ უშპიზი. „პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“. გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება. ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.
იაირ ლაპიდი: ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას
თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ისრაელის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი განაგრძობს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. მისივე თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.
თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს ნიუ-იორკში შეხვდა. Anadolu-ს ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბ-ბინასთან მდებარე ანუ თურქეთის სახლში გაიმართა. დახურული შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ. ლაპიდის ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი მიესალმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას. ერდოღანის ოფისს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მოწოდებულია, განაგრძოს ურთიერთობები ისრაელთან არამხოლოდ რეგიონის, არამედ ისრაელისა და პალესტინის მომავლის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.