თეგი: იგორ კოლომოისკი
მედია: ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მედია იტყობინება, რომ ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ბინიდან დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობა ამოიღო. მოწმეების თქმით, საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ოლიგარქს დილის ხუთ საათზე, კურორტ ბუკოველში, მის საცხოვრებელ ადგილას ესტუმრნენ. მედიის ცნობით, იგორ კოლომოისკისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა ის არის Ukrnafta-ს (ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საექსპორტო კომპანია, ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაში) თანამფლობელი, სადაც გამომძიებლებს ფინანსური მაქინაციების შესახებ აქვთ ეჭვები.
უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის მისი ნავთობისა და გაზის კომპანიის სავარაუდო ფინანსურ მანიპულაციებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცველები კოლომოისკის სახლში ჩხრეკას ატარებენ. კოლომოისკის ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, რომ კოლომოისკი 2019-2020 წლებში 500 მილიონის Hr (13.5 მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ბრალდებული. უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს ოლიგარქი უკრაინის უმსხვილეს კომპანია Ukrtatnafta-ს აკონტროლებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ შარშან 3,2 მილიარდის ჰრ (90 მილიონი დოლარი) მოცულობის გადასახადების გადახდაზე განაცხადა უარი. კოლომოისკი ასევე ფლობდა ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიის, Ukrnafta-ს 40%-ზე მეტს. უკრაინის სახელმწიფომ მას ეს კომპანია გასულ წელს ჩამოართვა. 2016 წელს მთავრობამ ასევე მოახდინა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია. იმ პერიოდში ხსენებული ბანკის თანამფლობელი სწორედ კოლომოისკი იყო. უკრაინული მედიის ცნობით, პროკურატურა კოლომოისკის დაპატიმრებას ან გირაოს მოითხოვს.
თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა
თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი, 2 სექტემბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულ სასამართლოში მივიდა. სასამართლო გადაწყვეტს, დააპატიმროს კოლომოისკი თუ გირაო დაუწესოს მას. ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურულია. მას ბრალი დღეს წარუდგინეს.
უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.
უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის, „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის „პრივატბანკიდან“ $250 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების თანახმად, ოლიგარქმა 2015 წლის იანვრიდან მარტამდე სქემა ჩამოაყალიბა, რათა „პრივატბანკიდან“ თანხები მის ოფშორულ კომპანიაში გადაერიცხა. ოლიგარქი იმ ექვს ეჭვმიტანილს შორისაა, რომლებიც სავარაუდოდ, სქემაში მონაწილეობდნენ. სიაში არიან PrivatBank-ის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. 3 სექტემბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.
უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი ბრალდება წარუდგინეს
უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი, რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს. კოლომოისკი ეჭვმიტანილია 5 მილიარდ 800 მილიონი გრივნის (157 მლნ აშშ დოლარი) უკანონოდ დაუფლებაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანახმად, 2013 წლიდან 2014 წლამდე კოლომოისკიმ თავის მფლობელობაში მყოფი „პრივატბანკის“ თანამშრომლებისგან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც სისტემატურად ფორმდებოდა ბანკის სალაროში ფიქციური ფულადი დეპოზიტების შეტანა. შემდეგ ეს თანხა კოლომოისკის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა და რეალურ უნაღდო სახსრებად იქცა. ამ ვირტუალური აქტივების ლეგალიზაციისთვის კოლომოისკი, გამომძიებლების თქმით, მათ იყენებდა სესხების გასაცემად, თავის კონტროლქვეშ მყოფი საწარმოების მიერ აღებული სესხების დასაფარად, ასევე გაჰქონდა ისინი უცხოეთში, ანაღდებდა და ცალკეულ ბანკებში გამოჰქონდა ისინი. კოლომოისკი ეჭვმიტანილია საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ქმედებებში, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრებაში. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. მას „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი 7 სექტემბერსაც წარუდგინეს.
კიევის სასამართლომ ოლიგარქ კოლომოისკისთვის დაკისრებული გირაოს თანხა $105 მილიონამდე გაზარდა
კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის დაწესებული გირაოს თანხა 105 მილიონ დოლარამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალი წაუყენეს. კოლომოისკის ადვოკატი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მოთხოვნილი გირაო არის „არაგონივრული“, რადგან პროკურორმა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქს შეეძლო ასეთი თანხის გადახდა. ამასთან, ადვოკატმა შესაძლო რისკებს უსაფუძვლო უწოდა, რადგან კოლომოისკი უკვე პატიმრობაშია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
უკრაინის სასამართლომ ოლიგარქ კოლომოისკის პატიმრობა დეკემბრამდე გაუხანგრძლივა
უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანს, იგორ კოლომოისკის პატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს, - ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. კოლომოისკიმ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს.
უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი - მედია
უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობებში ეჭვმიტანილის ვინაობა არ არის ნახსენები. პროკურატურის შეტყობინებებში მას ეწოდება ცნობილი ბიზნესმენი, პოლიციის ცნობებში კი - ოლიგარქი. Ukrainska Pravda აზუსტებს, რომ საუბარია კოლომოისკიზე. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა 20 წელზე მეტი ხნის წინ შეუკვეთა იურიდიული ფირმის დირექტორის მკვლელობა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა ადვოკატის მკვლელობა შეუკვეთა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, ბათილად ეცნო მისი ერთ-ერთი კომპანიის აქციონერთა შეკრების გადაწყვეტილება. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა 2003 წლის აგვისტოში მოხდა ფეოდოსიაში. ოთხმა თავდამსხმელმა სცემა და დანით დაჭრა ადვოკატი, მაგრამ ის გადარჩა. მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმის შემსრულებლები დააკავეს. მათ 6-დან 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია აცხადებს, რომ დამკვეთის ვინაობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა. კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების სიაში არიან. შარშან სექტემბრიდან კოლომოისკი უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. თავდაპირველად მას ბრალი დასდეს უცხოეთში 12,5 მილიარდი დოლარის გატანაში 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში. მოგვიანებით ბიზნესმენს კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს „პრივატბანკის“ 233 მილიონი დოლარის უკანონოდ ხელში ჩაგდების თაობაზე. კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს. კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ სპონსორად ითვლებოდა 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.