უკრაინის სასამართლომ ოლიგარქ კოლომოისკის პატიმრობა დეკემბრამდე გაუხანგრძლივა

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანს, იგორ კოლომოისკის პატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს, - ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს.


კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. 

კოლომოისკიმ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს.