თეგი: კურსი

თურქული ლირა, 2021 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, იტყობინება Bloomberg. 24 მაისს ლირა 0,7%-ით დასუსტდა და $1-ზე 16,0477 ლირა შეადგინა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 10 ლირაზე ნაკლები ღირდა, მაგრამ შემდეგ თურქული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და 20 დეკემბერს მიაღწია ისტორიულ მინიმუმს 18,3633 ლირა $1-ზე. სამომხმარებლო ფასები თურქეთში აპრილში 70%-ით გაიზარდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში მათმა ზრდამ 61,1% შეადგინა, თებერვალში - 54,4%. თურქული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ინტერვენციისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოდგენილი „ლირის გადარჩენის გეგმის“ მიუხედავად. ლირაზე ზეწოლას, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული ფასების სწრაფი ზრდის ფონზე მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტი ახდენს, - წერს Bloomberg. ეს ფაქტორი ასევე ამცირებს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს, რომელიც მაისის მეორე კვირაში $4,8 მილიარდით დაეცა. „რეზერვების ვარდნა "მიუთითებს სირთულეს ლირის სტაბილურობის შენარჩუნებაში მზარდი წინააღმდეგობის ფონზე", - ამბობს კრისტიან მაჯიო, პორტფელის სტრატეგიის ხელმძღვანელი ლონდონში დაფუძნებული TD-ში. 26 მაისს, თურქეთის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთზე სხდომას გამართავს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 14%-ზე დარჩება. გასული წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი ოთხჯერ შეამცირა - 19%-დან 14%-მდე, ამ ფონზე ლირის კურსი განახევრდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 7.03 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.33 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  ნახეთ Europetime-ს სტატია, რატომ მყარდებოდა ლარი

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა

დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ. ევროსთან მიმართებით, გაძვირდა დოლარი - Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემით, ერთი დოლარის ღირებულება 0.9928 ევროა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურებაა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.2.68-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3199 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1553 ლარი შეადგინა.  

ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ

2023 წელს კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი შესაძლოა, $5 ათასიდან $25 ათასამდე მერყეობდეს, რაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სამსახურის პირობებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსი წელს შესაძლოა, $5-დან $10-მდე დაეცეს. მათი აზრით, ეს მოხდება იმის გამო, რომ დღეს რეალური წინაპირობები ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს ზომებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის წლის შუა პერიოდში, მაშინ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, $23-25 ​​ათასს მიაღწიოს. ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იანვრის დასაწყისში ბიტკოინის კურსის ზრდა, დეკემბერში შეერთებულ შტატებში ინფლაციის შენელების გამო დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, მიღებული მონაცემები იძლევა იმედის საფუძველს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ გაზრდის ძირითად განაკვეთს. გარდა ამისა, ბიტკოინის ღირებულების ზრდას დაემატა დადებითი სიახლეები FTX-ის გაკოტრების სასამართლო საქმიდან. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ანგარიშებზე ნაპოვნი $5 მილიარდის გამო გაკოტრების ახალი ტალღის შესახებ უარყოფითი პროგნოზები შერბილდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის გაცვლითი კურსი შესაძლოა, კრიპტოპროექტების წინააღმდეგ მარეგულირებელი ორგანოების სარჩელების გამო შეიცვალოს.   

მეორე დღეა, ლარი დოლართან უფასურდება, ევროსთან მყარდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი, ევრო კი, 2.8259 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი ღირდა, ევრო – 2.8325 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს შევა ძალაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა.  

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 6 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი, ევრო – 2.8170 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6806 ლარი ღირდა, ევრო – 2.8154 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს ამოქმედდება.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6588 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8971 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8946 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.