თეგი: მაიკ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა. ქართველმა ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, რამდენად მისაღებია განცხადებები და მოწოდებები, რომ საქართველომ დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო ძალით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოში. ეუთო ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს. მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე

მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი რუსეთის მიზნებზე უკრაინაში, ჟურნალისტებს ახალ ინფორმაციას უზიარებს. ელჩის ინფორმაციით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. Europetime ამ შეკითხვებსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ კარპენტერის პასუხებს გთავაზობთ. მაიკლ კარპენტერი: ახლა, რუსეთის სამხედრო კონტროლი უკრაინაში, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთში ვრცელდება, დონბასის რეგიონსა და ჰერსონის ოლქში. რუსეთი შეეცდება „ყალბი რეფერენდუმების“ ჩატარებას სხვადასხვა რაიონში, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებდნენ წარსულში. ვხედავთ, რომ ჰერსონის ოლქში მსგავსის გაკეთებას მაინც გეგმავენ. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე და ვრწმუნდებით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გაიგონ, რომ ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს აქვს. აშკარად ფანტაზიის სფეროდანაა, რომ ჰერსონში ვინმემ შესაძლოა, ხმა მისცეს რუსული ოკუპაციის სასარგებლოდ. პირიქით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის გეგმა რუსეთის „თამაშის წესებიდან“, რომელიც ჩვენ ვნახეთ წარსულში და გვჯერა, რომ მათ კვლავ სურთ ამის ორკესტრირება. მათ შორის, ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით, რათა მის კამპანიას „ლეგიტიმურობის სახე“ მისცეს  მარიონეტების გამოყენებით. ეს არაერთხელ ვნახეთ 2014 წელს, როდესაც კრემლმა მოაწყო ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის რეგიონებში, ყირიმში, ლუჰანსკსა და დონეცკში – ყოველ ჯერზე, „საზოგადოების მხარდაჭერით“. რეალობა, რა თქმა უნდა, არის სხვა: რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად. ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ - და სამშაბათს, რუსულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰერსონი „გაათავისუფლეს". მათ ახლა გამოსცეს განკარგულება, რომ დაიწყებენ რუსული რუბლის ვალუტად გამოყენებას. უკრაინის მთავრობა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მალე მოაწყოს ყალბი რეფერენდუმი ჰერსონში და ჰკითხოს მოსახლეობას, ეთანხმებიან თუ არა ისინი „ჰერსონის სახალხო რესპუბლიკის“ ერთეულის „დამოუკიდებლობას“. რა თქმა უნდა, ეს არის ფანტაზია და ფაბრიკაცია. ასეთი სუბიექტი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიღმა არ არსებობს. არავინ უნდა მოტყუვდეს ამ თეატრალიზებით. კიდევ ერთი პუნქტი, რომლის ხაზგასმაც მსურდა არის ის, რომ სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ჩვენ ვხედავთ სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ადგილობრივ მოსახლეობას ამ რაიონებში, აკავებენ მათ ამ ბანაკებში და შემდეგ სასტიკ პირობებში კითხავენ მათ უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო. არის ცნობები, რომ მათ, ვინც ეჭვმიტანილია რაიმე სახის კავშირში, სცემენ ან აწამებენ, ვიდრე ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანენ, სადაც ბევრი მათგანი გაუჩინარებული ან მოკლულია. ასევე არის ცნობები, რომ ამ „ფილტრაციის ბანაკებში“ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაკითხვას გადიან, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში. ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივ არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს.   როდის მიიღო შეერთებულმა შტატებმა მტკიცებულება, რომ რუსეთი ცდილობს, დაშალოს უკრაინაში ყველა ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობა და რამდენად სწრაფად აფასებს სიტუაციას აშშ, რომ ეს შეიძლება მოხდეს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში? ასევე, რამდენად შეშფოთებულია აშშ პუტინის გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ჩარევას უკრაინის საქმეში, მოსკოვის მხრიდან ელვისებური პასუხი მოჰყვება? ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთს აქვს გადაწყვეტილი, შეეცადოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაშლას ან განეიტრალებას უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც ის შეიჭრა და სცადა ოკუპაცია. ახლა, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინულმა ძალებმა მამაცურად უკუაგდეს რუსები კიევის ჩრდილოეთ ნაწილსა და სუმის რეგიონში. ისინი ამას წარმატებით აკეთებენ ხარკოვის გარშემოც. მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, რომ განსაკუთრებით სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის ძალებმა განახორციელეს გარკვეული წინსვლა ბოლო დღეებში, სხვაგანაც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. და ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა, რომ დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა. რუსეთის თავდაპირველი მიზანი მართლაც იყო კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა, უკრაინის ხელმძღვანელობის ფაქტობრივად ჩამოშლა მათი ეს ძალისხმევა ჩავარდა. კიევის ბრძოლაში უკრაინამ მოიგო. მან რუსულ ძალებს უკან დაახევინა. ეს ძალები გადაჯგუფდნენ და ახლა ჩართულნი არიან სრულ თავდასხმაში დონბასზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. რა თქმა უნდა, რუსეთი იმ ადგილებში, სადაც ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, ცდილობდა დაემხო ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებიც. ჩვენ ვნახეთ ეს, მაგალითად, ქალაქ მელიტოპოლში. მე პირადად შევხვდი მელიტოპოლის მერს, რომელიც მოგეხსენებათ, დღისით გაიტაცეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ წაიყვანეს შეიარაღებულმა ადამიანებმა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ სახის საქმიანობას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასე რომ, დიახ, ეს აქტივობა ორიენტირებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსები არიან დიდი რაოდენობით და სადაც მათ აქვთ ეფექტური კონტროლი და შექმნილი აქვთ ფილტრაციის ბანაკები. ომის მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა საქართველოში ან მოლდოვაში რუსეთის აგრესიამ შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის მასშტაბებს, მასშტაბებს უკრაინაზე და იმ სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში, მათ შორის საშინელი, ამაზრზენი სურათები ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბუჩა და ბოროდიანკა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზნების მიმართ იმედით აღსავსე და ოპტიმისტურები ვერ ვიქნებით... ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალების უზარმაზარ რაოდენობას, ასევე, მის აღჭურვილობას, რომლებიც ახლა განლაგებულნი არიან უკრაინაში. ცხადია, მთავარი ბრძოლა სწორედ აქ მიმდინარეობს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის და ფაქტობრივად, ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის მომავლისთვის. მეორე ფრონტები? ისინი შეიძლება მოხდეს სხვა ადგილებში, მაგრამ ახლა ცხადია, „ისინი კონცეტრირებულნი არიან უკრაინაში“ (რედ.). როგორ ხედავთ ბელორუსს უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში - როგორც რუსეთის მოკავშირეს თუ როგორც რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპირებულ ქვეყანას? ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს. როგორ შეიძლება ეუთოს წევრს მიეცეს უფლება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს? შეეძლება თუ არა რუსეთს ეუთოს ფუნქციონირების შეჩერება, თუ ეს ქმედებები გაგრძელდება? ეუთო არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, ისევე როგორც გაერო, რომელიც ინკლუზიურია და პროცედურულად ძალიან რთულია მისი ფუნქციონირების შეჩერება. მაგრამ ნება მომეცით, უბრალოდ აგიხსნათ, თუ როგორ აღვიქვამთ ეუთოს, როგორც ინსტრუმენტს. როგორც ფორუმი, ჩვენ ვიყენებთ ეუთოს რუსეთისა და ბელორუსის დიპლომატიური იზოლაციისთვის და ისინი იზოლირებულები არიან. მათ არავინ დაუჭერს მხარს და ჩვენ გვყავს დაახლოებით 45 მონაწილე სახელმწიფო, რომლებიც რეგულარულად გმობენ მათ ქმედებებს.როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ეუთო რეალურად ემსახურებოდეს მიზანს ადგილზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს 15 საველე მისია, მათ შორის ერთი უკრაინაში, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს, მაგრამ პროგრამის კოორდინატორის ოფისი ფიზიკურად იმყოფება უკრაინაში და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უზრუნველყოფს. ეუთოს აქვს საველე მისიები ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვაში. ეს საველე ინსტიტუტები წარმოუდგენლად ღირებულ სამუშაოს სწევენ უკრაინაში; ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მოლდოვაში, აკონტროლებენ უსაფრთხოების ვითარებას მდინარე დნესტრის ორივე მხარეს; ხოლო დასავლეთ ბალკანეთში ისინი ხელს უწყობენ პროცესების დარეგულირებას; სხვა ბევრ რამესთან ერთად. და ბოლოს, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიცაა მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი და ODIHR, რომლებიც დაკავებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისა და შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტირებით. ასე რომ, სწორედ აქ არის განთავსებული ეუთო ახლა. ეს არის ინკლუზიური ინსტიტუტი და ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით, რათა მაქსიმალურად შევეცადოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მე ვიცი, რომ ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს იმის დანახვა, რომ ეუთო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ამ მომენტში, ცხადია, ვერაფერზე ვერ ვპოულობთ კონსენსუსს რუსეთთან და ბელორუსთან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დიპლომატიური იზოლაცია და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.  

აშშ, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ერთიანები ვართ ისე, როგორც არასდროს - კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა აშშ-ისა და ევროპის პასუხი რუსეთის ომზე უპრეცედენტოდ ერთიანია, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ ერთობაზე რიგი განსხვავებული შეფასებები, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად. „რეალობა ისაა, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ისე ერთიანები არიან, როგორც არასდროს. ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო. აშშ-ის მხრიდანაც მსგავსი რაოდენობის სანქციებს ვხედავთ და, ერთიანი ვართ ჩვენს მიზანში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე, იარაღით, რომლითაც უკრაინელებს თავის დაცვა შეუძლიათ. აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის გარდა, როცა ვუყურებ აღმოსავლეთ აზიაში ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, როგორიცაა, იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, აშკარაა უზარმაზარი ერთიანობა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ მომსწრენი ვართ რუსეთის მიერ არამხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის, არამედ, რუსეთი რეალურად არღვევს გაეროს წესდების და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ყველა ძირითად პრინციპს. ამრიგად, ვფიქრობ, ქვეყნები მთელ მსოფლიოში ამას არამხოლოდ აგრესიის აქტად, არამედ საერთაშორისო სისტემის წესების ცვლილებად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციაში, ტაქტიკაში განსხვავებები მოსალოდნელი იყო, ვფიქრობ, ამ აგრესიის დაგმობის თვალსაზრისით, უზარმაზარი ერთიანობის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. „ის, რასაც ჩვენ 24 თებერვლამდე ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს განუცხადა, რომ ეს იყო "ევროპის 11 სექტემბერი". და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. საოცარ ერთიანობას მივაღწიეთ არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.  

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას

„საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, ეს პარტნიორობა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), მაიკლ კარპენტერმა ამერიკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, როგორც ცნობილია, მდივანმა ოსტინმა განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამასთან, დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. „როდესაც თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილედ ვმუშაობდი (2015, 2016 და 2017 წლებში), ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის საფუძველზე, მკვეთრად გაიზარდა თანამშრომლობა აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანა იყო და ის ასევე ისწრაფვოდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მე ვერ ვისაუბრებ ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ აშშ წლებია, ამ მიზნებს მტკიცედ უჭერს მხარს და საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რათა ქვეყანამ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეძლოს. არ უარვყოფ რომ ბოლოდროინდელი მონაცემები ზოგიერთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ხელისუფლების კურსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რადგან არის გარკვეული შეშფოთება. მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს და როგორც მდივანმა ოსტინმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს (გლობალურ უსაფრთხეობაში. რედ) - საქართველოს, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში ჰყავდა ბევრი, ბევრი ჯარი და ქვეყანამ დიდი მსხვერპლი განიცადა. და ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ ამ წვლილისთვის. ამდენად, ეს პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმავე ღირებულებების ერთგულებაზე, რაზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ესენია: დემოკრატია, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება, ღიაობა, გამჭვირვალობა და ა.შ“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.

ეუთოში აშშ-ის ელჩი თამაზ გინტურზე: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის

ეუთოში აშშ-ის ელჩი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. მაიკლ კარპენტერის შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის. „უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის," - ამბობს კარპენტერი „მთავართან“ ინტერვიუში. აშშ-ის მისია ეუთოში: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს  მოკლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირება გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.    

კარპენტერი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას

აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა უპასუხა შეკითხვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ეუთო მტკიცედ იცავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მაგალითად ასევე მოიყვანა რუსეთი და ბელორუსი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი პრობლემები ექმნებათ, აქედან გამომდინარე კარპენტერმა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „თავდასხმები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეუთოს რეგიონის მასშტაბით - რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის, მაგრამ ეს ასევე აისახება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო, აზერბაიჯანი, განსაკუთრებით USAID-ის მიმართ. როგორია თქვენი რეაქცია ამ საკითხზე? - მიმართეს კარპენტერს ონლაინ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკვე ზედიზედ ორი წელია, ვატარებთ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კონფერენციას. ეს არის ვარშავის კონფერენცია, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება. წელს, დაახლოებით 1,500 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მოვიწვიეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ყველგან ეუთოს რეგიონში და რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე იყოს ძლიერი ხმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კარპენტერმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე არაერთი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი

კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

„ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას პენტაგონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოში სამხედრო წვრთნების - „ღირსეული პარტნიორის“ გადადების შესახებ. „ცხადია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვმონაწილეობდით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას; როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთანაც, მათ შორის, ევროკავშირთან. ასე რომ, ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას დავინახავთ, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი. „საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან,” - განაცხადა ასევე დღეს, მაიკ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ ცნობით. აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.