თეგი: მედიკამენტები
ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი
„დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნას. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი, საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. „მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი. „საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
Europetime-თან კომენტარში ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ფასზე გაცვლითი კურსის მარჟა უნდა აისახოს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოშიც გააძვირებს. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები „თურქეთის მიერ უკვე დეკლარირებულია რომ მედიკამენტები გაძვირდება. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მაღალი ინფლაციის გამო მიიღო და მედიკამენტის ფასზე, გაცვლითი კურსის მარჟა აისახება. ბუნებრივია ეს იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირება, სავარაუდოდ 25-28%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. დისტრიბუტორებმა საქართველოში თავიანთი პარტნიორები უკვე გააფრთხილეს, იმის შესახებ თუ მომავალი შესყიდვები რა ფასში მოხდება“, - განუცხადა Europetime-ს ილონა კოკიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტის ფასზე გავლენას ახდენს ინფლაციის დონე, ასევე ლარის კურსი. ფასი ზრდა ამ ფაქტორების ცვლილებაზეცაა დამოკიდებული. „თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით იაფ სეგმენტში მოხვდება“, - აღნიშნავს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ეს ფარმაცევტული კომპანიის მარაგებზეა დამოკიდებული. „მარაგები ინდივიდუალურია და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირებას ერთი თვის დიაპაზონში უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოკიაშვილი. როდისაა მოსალოდნელი თურქული მედიკამენტების გაძვირება, ამ საკითხის გასარკვევად Europetime ფარმაცევტულ კომპანიბს დაუკავშირდა. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი რეგულირებისთვის, შესაბამისი განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული. როგორც თურქული მედია წერს მისი გადახედვა თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე გადაწყდა. თურქული მედიკამენტები საქართველოში 2022 წლის იანვრიდან შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკით, მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები - ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნანა შაშიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ზღვრული ფასი დაწესდება. „რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალი ფასები. მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ვიმეორებ, დაწესდება ის ზღვრული ფასი რა ფასის ზემოთაც ფიზიკურად მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის ვეღარ მოხდება. მედიკამენტები შემოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ასევე, კანადადან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა შაშიაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი: თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს. „თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ადვოკატი: ექსპერტიზის დასრულებამდე, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს
ექსპერტიზის დასრულებამდე, სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, - ამის შესასხებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, კლინიკა „ვივამედში“ გრძელდება მისივე თქმით, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული. „წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც "ვივამედში" შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა. ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დადგენას გეგმავს
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ. „წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს ზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან
ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტული კომპანიები, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვას 15 თებერვლიდან ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. „თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფერენტული ფასი, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება - ღარიბაშვილი
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. რეფერენტული ფასი, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა „გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად. რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - ღარიბაშვილი
დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა. „ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა. მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. უწყების განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. „ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება,“ - წერია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.