თეგი: ნეპალი
ნეპალი ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
ნეპალში, ჰუმლას დასახლებაში, რომელიც ნეპალს ეკუთვნის, ჩინეთის მთავრობამ შენობები ააშენა, - ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის მაუწყებელი ოფიციალური კატმანდუს შარშანდელ მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და ამბავმა მხოლოდ ახლა გაჟონა მედიაში. ამასთან, ჩინეთის საელჩო კატმანდუში უარყოფს ნეპალის საზღვრის ხელყოფას, ნეპალის მთავრობას კი, BBC-ს კითხვებისთვის არ უპასუხია.
ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა
ნეპალის მთებში, რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა. Tara Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც 15 წუთიან ფრენას ასრულებდა მთის სოფელ ჯომსომში, აეროპორტთან მალევე დაკარგა კონტაქტი. ხელისუფლების ცნობით, დაკარგული ლაინერის მგზავრებს შორის ინდოეთის ოთხი, ხოლო გერმანიის ორი მოქალაქეა. თვითმფრინავის ძებნა გრძელდება.
ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი
ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა. სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეკიპაჟის ოთხი წევრი. ადგილზე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ ნეპალის ჯარისკაცები. პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა. მაშველები დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.
ნეპალის პოხარას აეროპორტში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა
ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა. ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი "ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან", - აცხადებს პოლიცია. ცნობისთვის, გუშინ პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა.
ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია
ჩრდილო-დასავლეთ ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 157-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი. კავშირი გაწყდა ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მთებში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა. ნეპალის მიწისძვრების მონიტორინგისა და კვლევის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 400 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ კატმანდუდან. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,4-ს შეადგენდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ის 5,6-ით შეაფასა. სამაშველო სამუშაოში ვერტმფრენები მონაწილეობენ. მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა მიწისძვრა, ნეპალს „ყოველგვარი შესაძლებელი დახმარებ შესთავაზა.“
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალის მთავრობის განცხადებით, მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა. „ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა,“ - აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნეპალის საგარეო უწყების ცნობით, ნეპალის ერთი მოქალაქე უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და მის გასათავისუფლებლად მთავრობა დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს.
ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა
ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის არმიაში მებრძოლი სულ მცირე 10 ნეპალელი დაიღუპა. მანამდე კატმანდუ მოსკოვს ნეპალელების რეკრუტირების შეწყვეტას და უკვე დაქირავებულთა სახლში დაბრუნებას სთხოვდა. ნეპალის კანონები მოქალაქეებს უკრძალავს სხვა ქვეყნების ჯარში მსახურობას, გარდა რამდენიმე მეგობარი ქვეყნისა, განსაკუთრებით ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთისა. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნიდან ახლა უკრაინაში სულ მცირე 200 დაქირავებული იბრძვის რუსეთის მხარეს. არ არის დაკონკრეტებული, ისინი ჯარში კონტრაქტით მსახურობენ თუ კერძო სამხედრო კომპანიის მიერ არიან დაქირავებული. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარაიან პრაკაშ საუდმა განაცხადა, რომ 100 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ნეპალი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუშაობისთვის ნებართვას გასცემს მათ მშვიდობიან პროფესიებში დასასაქმებლად. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა უკრაინაში ნეპალის ექვსი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მოგვიანებით მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ასევე ერთი ნეპალელი, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და კატმანდუ ახლა მის გათავისუფლებას ცდილობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, არცერთ მხარეს არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.