თეგი: ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის, „ნურ-ოთანის", თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე 28 იანვარს, ნაზარბაევის მითითებით. რადიო თავისუფლების ცნობით, პარტიის ყრილობა გაიმართა ზოგიერთი წევრის პროტესტის ფონზე. მათ დატოვეს პარტია, რადგან მათი აზრით, პარტიამ „ვერ შეძლო“ სისხლისღვრის თავიდან აცილება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე
ნურსულთან ნაზარბაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს
ყაზახეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავა. კაირათ სატიბალდიული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა სატიბალდიული ქვეყნის მთავარ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ყაზახტელეკომს" ხელმძღვანელობდა. ნაზარბაევის უმცროსი ძმისშვილი Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაშია, 163 მილიონ დოლარადად შეფასებული ქონებით.
ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა
ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 1991-2019 წლებში ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტის „ელბასის“(ერის მამა) შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2022 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, ამ კანონის შენარჩუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. მანამდე სასამართლოს ყაზახეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მიმართა. ყაზახეთში 2022 წლის 5 ივნისს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 77%-მა, საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ სტატუსის, პრივილეგიებისა და ხელშეუხებლობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კონსტიტუციის რეფორმის იდეა მთავრობას 2022 წლის იანვარში ქვეყანაში სისხლიანი არეულობის ჩახშობის შემდეგ შესთავაზა. წესრიგის აღდგენის ფონზე თოყაევმა ნაზარბაევს და მის ახლობლებს გავლენიანი სამთავრობო თანამდებობები დაატოვებინა. შეგახსენებთ, რომ 1991-2019 წლებში ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო და „ერის მამის“ ტიტულს ატარებდა.
ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა, რომ შესაბამისი ტიტული სენატის რეგლამენტიდან ამოღებულია. „არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ დავიწყებას მიეცა. კითხვა ეხებოდა საპატიო სენატორის წოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამოღებულია კონსტიტუციიდან და კანონის მოქმედება მალე შეჩერდება, ჩვენ რეგლამენტიდან ამოვიღეთ „საპატიო სენატორის“ წოდება“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ აშიმბაევის სიტყვებს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა დეპუტატებმა პარლამენტის მუშაობის ახალი რეგლამენტი 2022 წლის 19 დეკემბერს პალატების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, თუმცა საპატიო სენატორის სტატუსის გაუქმება მაშინ არ დაფიქსირებულა. 2023 წლის 10 იანვარს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ კანონის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც ნურსულთან ნაზარბაევი ერის (ელბას) ლიდერად გამოაცხადა და მას უვადოდ პრივილეგიები და გარანტიები მისცა. 2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნურსულთან ნაზარბაევის ხელისუფლებისგან გადაყენება, რაც პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული. მოგვიანებით ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის შედეგადაც ნაზარბაევი და მისი ოჯახის წევრებს რიგი პრივილეგიები ჩამოერთვათ.
ნაზარბაევის ქანდაკება ყაზახეთის ეროვნული მუზეუმის გამოფენიდან საწყობში გადაიტანეს
ყაზახეთის ეროვნულმა მუზეუმმა ექსპოზიციიდან ამოიღო ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი, რომელიც 2018 წელს დამონტაჟდა. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რომ ნაზარბაევის ძეგლი დარბაზში პირველ სართულზე იდგა, ამჟამად კი საწყობი ინახება. როგორც მედია წერს, ძეგლის უკანა მხარეს გაკეთებული იყო დაფა, რომელსაც ლათინურად შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ჩემი ოცნებაა, ყაზახეთი იყოს მარადიული ქვეყანა. დრო გაივლის, ხალხი წავა, მაგრამ დამოუკიდებლობა დარჩება." ჯერჯერობით ეს დაფა ციფრული ეკრანით არის დაფარული. მუზეუმის პირველ სართულზე აღარ ჩანს ნაზარბაევის მასშტაბური პორტრეტი, რომელიც შენობის ცენტრში იყო განთავსებული. ყაზახეთის ექსპრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ძეგლის დემონტაჟსა და ნახატის გადატანაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასტანაში ნაზარბაევის ძეგლის დემონტაჟის მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი თავდაცვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს. ძეგლი, რომელშიც ნაზარბაევი სამხედრო ფორმაშია გამოსახული, 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად. 2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დაითხოვეს ოფიციალური და ბიზნესპოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.