თეგი: სტამბოლი
სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ
სტამბოლში, უკრაინის, გაეროს, რუსეთისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეები ხორბლის ექსპორტისთვის 3 პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიცილური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გემების ინსპექტირებას, თურქული მხარე განახორციელებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი მოლაპარაკებებში ჩართულ პირზე დაყრდნობით წერს. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს წინმსწრებად, მხარეები შემდეგ მექანიზმზე შეთანხმდნენ: ხორბლის გამოტანა 3 უკრაინული პორტიდან კონტეინერებით, უკრაინული გემებით მოხდება. ამავდროულად, იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ნაწილობრივ განხორციელდება პორტების მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. წინმსწრებად ცნობილია, რომ ერთ-ერთია - ოდესის პორტი. ამასთან უკრაინული Forbes ცნობით, განბლოკვა შეეხება შეეხება ჩერნომორსკისა და სამხრეთის პორტებს. მოლაპარაკების შემდეგი პუნქტია, ის რომ თურქეთის საზღვაო-სამხედრო ძალები შეამოწმებენ ცარიელ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში შევლენ. მანამდე გემების შემოწმების სურვილი რუსულმა მხარემ გამოთქვა, რადგან განაცხადა, რომ გემები შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ დასავლეთის იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენოს. ამასთან, გაერო შექმნის საკონტროლო ცენტრს სტამბოლში გემების უსაფრთხოების დონის მონიტორინგისთვის. შესათანხმებელი რჩება ტექნიკური დეტალები, კერძოდ უკრაინული პორტების განაღმვის საკითხი. უკრაინამ გაეროს განუცხადა, რომ დანაღმული ზღვაში უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ, მაგრამ ზღვა მცურავი ნაღმებისგან მაინც უნდა გაიწმინდოს. თუმცა, WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერის გარდაუვალობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციისთვის ვლადიმერ პუტინს თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა
22 ივლისის შეთანხმების საფუძველზე ამოქმედებული „ხორბლის დერეფნის“ ფარგლებში უკრაინის პორტებიდან 10 გემით, 350 ათასი ტონა მარცვლეულით გავიდა. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აფეთქება სტამბოლში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს
აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცველებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულია 38 ადამიანი.
სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამასთან, ბრიტანული BBC წერს, რომ სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რაც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებით დასტურდება. თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია აფეთქების მიზეზი ან დაშავებულების რაოდენობა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებულნი.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა - მედია
თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. მედიის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბაზები. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.
სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს
სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან სამი, მოლდოვის მოქალაქე, ორი კი, სირიელი ქურთები არიან. დაკავებულების ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა ბულგარეთს უკვე მიმართა. 13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრი, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქებას ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. 81 ადამიანი დაშავდა. თურქეთი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.
თურქეთის უდიდესი ხომალდი TCG Anadolu სტამბოლიდან შავი ზღვისკენ მიემართება
თურქეთის უდიდესი სამხედრო ხომალდი TCG Anadolu, შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე სტამბულის სრუტეში გაჩერდა. გემი, რომელიც მსოფლიოში პირველი უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდის (UCAV) გადამზიდავია, სარაიბურნუს პორტიდან დაიძრა. TCG Anadolu პრეზიდენტმა ერდოღანმა გააცილა. TCG Anadolu-ზე იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და თურქეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურები. სრუტეში გავლისას მათ თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენები ახლდნენ თან. მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.
თურქეთში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის, ორი თავდამსხმელი, დააკავა. „ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი, რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან," - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. BBC-ის ცნობით, ტეროროსტულლა დაჯგუფებამ „ტელეგრამზე“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.
სტამბოლის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ღამის კლუბში, ხანძრის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს განცხადებით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია, დაღუპულები კონტრაქტორები იყვნენ თუ ღამის კლუბის თანამშრომლები. იმამოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.