თეგი: ტრანზიტი
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს
რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება? ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა
რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიეტუვამ 11 ივლისიდან კალინინგრადის მიმართულებით, რუსული საქონლის ტრანზიტზე, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შეზღუდვები გააფართოვა. წერს Reuters. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ლიეტუვის საბაჟოს მონაცემებით, იზღუდება რუსეთიდან ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სამომხმარებლო ქიმიის საქონლის ტრანზიტი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია აცხადებს, რომ ცემენტის ტრანზიტზე, შესაძლოა ერთჯერადი ნებართვები გაიცეს. ხოლო ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატის მათიას მალდეიკისის განცხადებით, ცემენტის კვალდაკვალ, 10 აგვისტოდან სანქციების ნახშირზე, 5 დეკემბრიდან - ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.
ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა
ევროკომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი მითითებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც კალინინგრადის რეგიონში, გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება სარკინიგზო გზით დაუშვა. ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა ევროკომისია განმარტავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გააკონტროლონ ტრანზიტის მოცულობა, ფოკუსირება მოახდინონ ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. ასევე შეზღუდონ „საქონლის უჩვეულო ნაკადები და ვაჭრობის ნიმუშები“. აკრძალვა სრულად ეხება, ტრანსპორტის რეჟიმის მიუხედავად, სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტს. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული პროდუქცია მათ ქვეყნებში არ მოხვდეს. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ. ამ კუთხით, კომისია ხაზს უსვამს რუსეთსა და კალინინგრადის რეგიონს შორის ორმხრივი სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას, რათა სანქცირებული საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ უნდა მოამზადოს კანონმდებლობა ევროკომისიის ინსტრუქციების შესასრულებლად, კალინინგრადის ოლქში რუსული საქონლის ტრანზიტის შესახებ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 10 ივლისს კალინინგრადში ახალი ტიპის რუსული საქონლის ტრანზიტის აკრძალვა ამოქმედდა, ლიტვამ პირველ დღეს 34 სატვირთო მანქანა არ გაუშვა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ კვირადან ლიეტუვის გავლით აკრძალულია ცემენტის, ალკოჰოლის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება. მანამდე ლიტუვამ ევროკავშირის სანქციების საფუძველზე კალინინგრადის რეგიონში ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი აკრძალა. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.
უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“
უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.
მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა
ევროკავშირმა რუსული გაზის მოცულობა, სხვა მომწოდებლებისგან შესყიდვებით ჩაანაცვლა. Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ გაზის მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან აღარ ვიღებთ“, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, დეფიციტის შევსებას ხელი შეუწყო LNG-ის (თხევადი გაზი), ისევე როგორც ახალი მომწოდებლებისგან მილსადენის გაზის შესყიდვამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით, 34 მილიონ 418,9 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 7,4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ნოემბრის ტრანზიტის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტრანსპორტირების 78,8% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 27 მილიონ 121 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს 12,5%-ით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით. ამ პერიოდში BTC-ით 4 მილიონ 668,9 ათასი ტონა სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 45,36%-ით მეტია 2021 წლის პირველი 11 თვის მაჩვენებელზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამად BTC მილსადენით ძირითადად ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, რომელიც წარმოებულია აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკზე და კონდენსატს შაჰ-დენიზის საბადოდან. გარდა ამისა, სხვა მოცულობის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება BTC-ით, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ. შესაბამისი ცვლილება აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსში შევიდა. 209-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგზაო გადასახადს გადაიხდიან არარეზიდენტი პირები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები არიან და ტრანსპორტს მგზავრების გადასაყვანად და საქონლის გადასაზიდად იყენებენ. აგრეთვე საგზაო გადასახადის გადახდას ექვემდებარებიან წარმოებით ან იმპორტით დაკავებული პირები, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი და თხევადი აირი გადააქვთ.
რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს, ევროკავშირიდან გაგზავნილი ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი „გაქრა“
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაგზავნილი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი რუსეთში ტრანზიტის დროს „გაქრა“. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, „ფარული ვაჭრობის" ნაკადმა, ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის ომის დროს ეკონომიკას. ტვირთი გაიგზავნა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც სამ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და სომხეთთან, რომლებიც ახლა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირშია, ევროკავშირის მგრძნობიარე ვაჭრობა უპრეცედენტო დონეზე გაიზარდა. ღია მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ტრანზიტის საბაბით ორი მილიარდი დოლარის საქონელი შეიტანეს. ამავდროულად, როგორც გამოცემაში წერს, ევროკავშირიდან რუსეთში „ფარული ვაჭრობის“ რეალური მოცულობა გაცილებით მაღალია. „რუსეთმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მიმართულებების ჩამოთვლით. ამრიგად, საქონელი, რომლის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია, როგორიცაა, თვითმფრინავის კომპონენტები, ოპტიკური აღჭურვილობა და გაზის ტურბინები, პირდაპირ შევიდა ქვეყანაში ევროკავშირიდან იმ საბაბით, რომ ისინი მხოლოდ ტრანზიტში იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. არაპროპორციულად, ასეთი ექსპორტის დიდი ნაწილი კი, რუსეთში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მიდის, - წერს FT. ამავდროულად, რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სანქციებს, აღნიშნეს გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტის საეჭვოდ მკვეთრი ზრდა.