ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიეტუვამ 11 ივლისიდან კალინინგრადის მიმართულებით, რუსული საქონლის ტრანზიტზე, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შეზღუდვები გააფართოვა. წერს Reuters.

ლიეტუვის საბაჟოს მონაცემებით, იზღუდება რუსეთიდან ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სამომხმარებლო ქიმიის საქონლის ტრანზიტი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია აცხადებს, რომ ცემენტის ტრანზიტზე, შესაძლოა ერთჯერადი ნებართვები გაიცეს. ხოლო ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატის მათიას მალდეიკისის განცხადებით, ცემენტის კვალდაკვალ, 10 აგვისტოდან სანქციების ნახშირზე, 5 დეკემბრიდან - ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება.

ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს.


ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.