თეგი: ყადაღა
რომან აბრამოვიჩს საფრანგეთის სანაპიროზე ძვირადღირებული ვილა ჩამოართვეს
რომან აბრამოვიჩს სასახლე საფრანგეთის პოლიციამ მილიარდერის აქტივების დაყადაღების ფარგლებში ჩამოართვა, იტყობინება Le Parisien-ი. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაყადაღებულია სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული ოთხი იახტა და ექვსი ვერტმფრენი. მათ შორის არის აბრამოვიჩის ქონებაც. ერთ-ერთია ფრანგულ რივიერაზე, კანსა და ნიცას შორის, კაპ დ'ანტიბში მდებარე სასახლე, რომლის აღსადგენად აბრამოვიჩმა 110 მლნ დოლარამდე დახარჯა. სასახლე 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა. 1970-იან წლებში ის ხანძრისას დაზარალდა.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა
პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ანგარიშები 2 სექტემბრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება. ამის შესახებ რუსული მედია, პოლონეთში რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევზე დაყრდნობით წერს. რუსი დიპლომატის ცნობით, ანგარიშები პოლონეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაბლოკეს. „რა იქნება 2 სექტემბრის შემდეგ, არც ესაა ნათელი“, - თქვა ანდრეევმა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ მაშინვე გააპროტესტა და პოლონეთი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკუარტურამ მიიღო და შესაბამისად რუსეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით $1.1 მლნ.). გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ. თავის მხრივ პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, მომხდარის საპასუხოდ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები გაყინა. ცნობისათვის მარტში, პოლონეთში 45 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა. საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა. „თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად დაედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა იქნება 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს. უფრაქციო დეპუტატის, შალვა შავგულიძის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, კორექტირების შედეგად, კიდევ უფრო გაუარესებულია საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. „პირველი მოსმენისას წარმოდგენილ ვარიანტში ის მაინც იყო აღნიშნული, რომ უნდა ყოფილიყო ყადაღის დადების დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და, ასევე, დასაბუთებული ვარაუდი უნდა ყოფილიყო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება ამ მოთხოვნას - რა მიზანთან დაკავშირებითაც იყო დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყადაღის დადება საჭიროა: ახალი დანაშაულის აღსაკვეთად, დაზიანებისგან, განადგურებისგან, გასხვისებისგან დასაცავად. ახალი რედაქციით, გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული , სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, -განაცხადა შალვა შავგულიძემ. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს. „თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს კანონპროექტი უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში აუმჯობესებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სუს-ი: იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის უძრავი და მოძრავი ქონებები დაყადაღდა
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ მათივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებრე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს. „ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკასა და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა
Guardian-ის ცნობით, იტალიის მთავრობის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის მაზეპინის იახტა, ოლბიის პორტიდან საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. Guardian-ის ცნობით, 22 მეტრიანი იახრა Aldabar-ი, რომლის ღირებულებაც 700 000-დან ერთ მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იმყოფებოდა. იახტა მარტში დააყადაღეს, როდესაც მაზეპინი იმ რუს ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. გაზეთის ცნობით, იახტა ივნისამდე იყო ოლბიაში, შემდეგ კი გაუჩინარდა - და ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა მაზეპინის საკუთრებად. „მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. რადგან გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოკვლევა", - აცხადებს მედიასთან წყარო. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაზეთს განუცხადა: „როდესაც ჩვენ საკუთრების გადამოწმების პროცესში ვიყავით, იახტა გადამალეს“. პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც იახტა ოლბიის პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქის იახტა ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი და ის კომპანია, რომელიც იახტის გაყვანის პროცესში მონაწილეობდა. მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაზე დაყადაღებულია. მაზეპინი ხელმძღვანელობს Uralchem-ის დირექტორთა საბჭოს, ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაშია.
რუს ოლიგარქ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, უკრაინაში $54 მილიონად შეფასებული რკინის მადანი დაუყადაღეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, 2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 54,35 მილიონი დოლარი) ღირებულების რკინის მადნი დაუყადაღა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა უწყების ცნობით, ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სპეცსამსახური იუწყება, რომ ნედლეული დაყადაღებულია და წყდება მისი კორუფციული და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის, ძიების და მართვის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი. SBU-ის ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უსმანოვს სანქციები დაუწესა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა.მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს €105 მილიონის ანგარიშები გაუყინა
კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი. კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.